Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 9
ზოგადი განათლების შესახებ article 20 ძალადობის დაუშვებლობა, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. 1. დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის კანონიერი მითითებები. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია მოსწავლის მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენისა და ამის გამო მოსწავლის მიმართ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ შეატყობინოს მოსწავლის მშობელსა და სკოლის დირექტორს. მოსწავლის მიერ სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს სამართალდამცავ ორგანოებს. |
ზოგადი განათლების შესახებ article 20 3. სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით დასაშვებია უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელება, რომლის მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთის, მოსწავლის მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის აღმოჩენა, იმ საგნის აღმოჩენა, რომელსაც სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის კვალი ატყვია, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენით მოპოვებული ნივთისა და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნისა და დოკუმენტის აღმოჩენა, რომლებიც საჭიროა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებათა გასარკვევად. 4. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გარემოებები მიუთითებს მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესის შესაძლო დარღვევაზე ან/და შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენაზე და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა ან/და შესაძლო სამართალდარღვევა. |
ზოგადი განათლების შესახებ article 20 5. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან/და სკოლის თანამშრომლის ინიციატივით. 6. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელების უფლება აქვს იმავე სქესის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ან სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ იმავე სქესის საამისოდ უფლებამოსილ პირს. ამ პუნქტიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში არ არის მოსწავლის შესაბამისი სქესის პირი. 7. უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებას უნდა ესწრებოდეს აგრეთვე სკოლის თანამშრომელი. კოლექტიური უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელება დაუშვებელია. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მოსწავლის მშობელს მოსწავლის მიმართ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელების შესახებ. |
ზოგადი განათლების შესახებ article 20 8. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელებამდე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურმა ან სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულმა საამისოდ უფლებამოსილმა პირმა მოსწავლე უნდა გააფრთხილოს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელების შესახებ. თუ მოსწავლე წარმოადგენს ან საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი აღმოაჩენს იმგვარ, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთს/საგანს, რომლის მოსწავლის მიერ ფლობაზე რეაგირებაც საქართველოს კანონმდებლობით სამართალდამცავი ორგანოს კომპეტენციაა, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება სამართალდამცავ ორგანოს. აღმოჩენილ ნივთს/საგანს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი გადასცემს მოსწავლის მშობელს ან სამართალდამცავ ორგანოს, ნივთის/საგნის ხასიათის გათვალისწინებით. |
ზოგადი განათლების შესახებ article 20 9. მოსწავლის/მოსწავლეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, დასაშვებია განხორციელდეს მოსწავლის/მოსწავლეების განცალკევება ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო გარემოში, სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, იმ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლის/მოსწავლეების ქმედებით საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან მოსწავლე უარს აცხადებს უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებაზე და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთის აღმოჩენა სხვაგვარად შეუძლებელია ან მოსწავლე უარს აცხადებს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელებისას აღმოჩენილი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურისათვის/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირისათვის გადაცემაზე. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული პირი გადამზადებული უნდა იყოს სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. |
ზოგადი განათლების შესახებ article 20 11. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაძლებელია მასწავლებლის/სკოლის თანამშრომლის ან/და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მეთვალყურეობით განხორციელდეს მოსწავლის/მოსწავლეების სხვადასხვა სახის სასკოლო აქტივობებში ჩართვა. მოსწავლის/მოსწავლეების განცალკევების მომენტიდან სკოლის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − ფსიქოლოგის ან/და სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა ემსახურებოდეს ისეთ მიზნებს, როგორიცაა მოსწავლის/მოსწავლეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რისკის შემცირება და მოსწავლის/მოსწავლეების ქცევის მართვა. 12. მოსწავლის განცალკევების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მოსწავლის მშობელს, ხოლო მოსწავლის მიერ შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში − სამართალდამცავ ორგანოს. 13. მოსწავლის/მოსწავლეების განცალკევება უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, მოსწავლის მშობლის ან მოსწავლის მშობლის მიერ განსაზღვრული პირის სკოლაში გამოცხადებამდე. 14. მოსწავლის განცალკევების უფლება აქვს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ საამისოდ უფლებამოსილ პირს. |
ზოგადი განათლების შესახებ article 20 15. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების/მოსწავლის განცალკევების განხორციელებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი მოსწავლეს მისთვის გასაგებ ენაზე განუმარტავს იმ გარემოებებს, რომელთა საფუძველზედაც ხორციელდება უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება/მოსწავლის განცალკევება. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგენს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების/მოსწავლის განცალკევების განხორციელების შესახებ ოქმს. ამ ოქმში სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რა გარემოების საფუძველზე, რა მიზნით, სად, რა პირობებში, ვისი თანდასწრებითა და მონაწილეობით განხორციელდა უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება/მოსწავლის განცალკევება. 16. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა ხდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების შესაბამისად. ამ წესითა და პირობებით რეგულირდება შემდეგი საკითხები: |
ზოგადი განათლების შესახებ article 20 ა) სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით სკოლის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურისა და სხვა პირების მიერ განსახორციელებელი მოქმედებები; ბ) სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემით აღჭურვისა და ადმინისტრირების წესი; გ) სკოლაში გამოვლენილი დარღვევების ელექტრონული საინფორმაციო ბაზის წარმოების წესი; დ) უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელების წესი; ე) მოსწავლის განცალკევების განხორციელების წესი და მისი განცალკევების შემდეგ სკოლის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან/და ფსიქოლოგის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები; ვ) უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების, მოსწავლის განცალკევების და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების შესახებ ოქმის ფორმა და შედგენის წესი; ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ სკოლებისათვის უსაფრთხოების საკითხებზე რეკომენდაციების მიცემის წესი, აგრეთვე ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით სკოლების მიერ განხორციელებული მოქმედებების შესახებ უკუკავშირის წესი; თ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკა; ი) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ მეტალოდეტექტორის გამოყენების წესი; |
ზოგადი განათლების შესახებ article 20 კ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების სკოლებში განაწილებისა და როტაციის წესი; ლ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურობის კანდიდატის შერჩევის წესი; მ) სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. 17. პირის უსაფრთხოების დაცვისა და მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვნის დაცვის მიზნით უნდა განხორციელდეს ვიდეოთვალთვალი სკოლის გარე და შიდა პერიმეტრებზე. 18. სკოლის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებებს ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |