FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

article  356

იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსამართლის დადგენილების გაუქმება ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსრულების შეწყვეტის საფუძველზე.
1. იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსამართლის დადგენილების გაუქმების საფუძველია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსრულების შეწყვეტის შესახებ.
2. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან 1 თვის ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსამართლის დადგენილების გაუქმების მოთხოვნით.
3. იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსამართლის დადგენილების გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იღებს ამ კოდექსის 35-4 მუხლით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით.