FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  1145

გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემიდან დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების სისტემაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდი.
1. გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემიდან დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების სისტემაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდია 2019 წლიდან 2025 წლამდე.
2. 2019 წელს დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების შედეგად თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები თანხის საპროგნოზო მაჩვენებელი 2018 წელს ამავე მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული გათანაბრებითი ტრანსფერისა და ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის ჯამურ მაჩვენებელს 25%-ზე მეტით არ უნდა აღემატებოდეს.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი რესურსი ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მიიმართება იმ მუნიციპალიტეტების შემოსავლებში, რომელთა მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 2018 წელს ამავე მუნიციპალიტეტებისათვის განსაზღვრული გათანაბრებითი ტრანსფერისა და ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე პროგნოზირებული საშემოსავლო გადასახადის ჯამურ მაჩვენებელზე ნაკლებია.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რესურსის იმავე ნაწილით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტებზე განაწილება ხდება იმ პროპორციით, რა ხვედრითი წილიც თითოეული მუნიციპალიტეტის შემოსავლების დანაკლისს ყველა მუნიციპალიტეტის დანაკლისის ჯამურ მაჩვენებელში აქვს.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  1145

5. 2020−2025 წლებში დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების შედეგად თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები შემოსავლის საპროგნოზო მოცულობის წინა წელთან შედარებით ზრდის მაქსიმალური პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებელი თითოეულ წელს 25%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
7. ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი რესურსი 2023 წელს მიიმართება შემდეგნაირად:
    ა) აღნიშნული რესურსი პირველ ეტაპზე მიიმართება იმ მუნიციპალიტეტის შემოსავლებში, რომლის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადი 5 მილიონ ლარზე ნაკლებია, იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს ამ მუნიციპალიტეტის დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლის 5 მილიონი ლარით განსაზღვრას;
    ბ) დარჩენილი რესურსი, ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მიიმართება იმ მუნიციპალიტეტის შემოსავლებში, რომლის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელზე ნაკლებია.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  1145

71. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მუნიციპალიტეტზე, რომლის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი აღნიშნული შეზღუდვის გარეშე განაწილების შემთხვევაში 15 მილიონ ლარზე ნაკლებია.
72. ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი რესურსი 2025 წელს მიიმართება შემდეგნაირად:
    ა) ეს რესურსი პირველ ეტაპზე მიიმართება იმ მუნიციპალიტეტის შემოსავლებში, რომლის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვის გარეშე განაწილების შემთხვევაში 15 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო აღნიშნული შეზღუდვის შემთხვევაში 15 მილიონ ლარზე ნაკლებია, იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს ამ მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლის 15 მილიონ ლარამდე შევსებას;
    ბ) დარჩენილი რესურსი მიიმართება იმ მუნიციპალიტეტის შემოსავლებში, რომლის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე ნაკლებია, იმ პროპორციით, რა ხვედრითი წილიც აქვს თითოეული მუნიციპალიტეტის შემოსავლების დანაკლისს ყველა მუნიციპალიტეტის შემოსავლების დანაკლისების ჯამურ მაჩვენებელში.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  1145

მუხლი 114​6. სახელმწიფოს ერთიან ბიუჯეტში სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების ასახვასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებანი 2027 წლის 1 იანვრიდან სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების შემოსულობებისა და გადასახდელების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე გადასვლის მიზნით:
    ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არაუგვიანეს 2023 წლის 15 თებერვლისა ამტკიცებს სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის კვარტალურად და წლიურად წარსადგენი ინფორმაციის ნუსხას, რომელშიც მითითებულია შესაბამისი ვადები;
    ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2023 წლის 15 ივლისამდე ამტკიცებს სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე 2024−2026 წლებში ეტაპობრივად გადასვლის სამოქმედო გეგმას;
    გ) საქართველოს მთავრობა 2024 წლის 1 იანვრამდე შეიმუშავებს სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესს.