Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ article 7 6. საქართველოს ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების ნორმალიზებული სახელწოდებები საგზაო და სხვა სახის მაჩვენებლებზე იწერება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ტერიტორიაზე – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. საჭიროების შემთხვევაში, უცხოურ ენაზე ამ წარწერების აღნიშვნა ხდება ტრანსლიტერაციის წესით. 7. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ნორმალიზების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. |
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ article 7 გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ნორმალიზება და გამოყენება. 1. საქართველოს ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ნორმალიზება ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. 2. გეოგრაფიული ობიექტების ნორმალიზებული სახელწოდებები ქართულ, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე ქვეყნდება გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლექსიკონებსა და ცნობარებში. 3. ქართულ და აფხაზურ ენებზე გამოქვეყნებულ კარტოგრაფიულ მასალებსა და სხვა დოკუმენტებში გამოიყენება გეოგრაფიული ობიექტების მხოლოდ ნორმალიზებული სახელწოდებები. 4. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები, რომლებიც იხმარება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ქართულენოვან კარტოგრაფიულ მასალებსა და სხვა დოკუმენტებში აღინიშნება ქართულ და, საჭიროების შემთხვევაში, უცხოურ ენებზე, ხოლო ამ ობიექტების სახელწოდებათა უცხოურენოვანი დაწერილობა უნდა დაეფუძნოს ტრანსლიტერაციის საერთაშორისო ნორმებს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ მაკროტოპონიმებზე, რომელთა უცხოურენოვანი დაწერილობა ტრადიციულად განსხვავდება ქართული ფორმისაგან. ასეთ შემთხვევაში სახელწოდებების უცხოურ ენაზე დაწერისას გამოიყენება არა ტრანსლიტერირებული, არამედ ტრადიციული (უცხოური) ფორმები. |