Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ article 9 გენერალური აუდიტორი. 1. გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. 2. გენერალურ აუდიტორს არ შეიძლება ეკავოს სხვა თანამდებობა ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო ან/და შემოქმედებითი საქმიანობისა. 3. გენერალური აუდიტორი თანამდებობაზე ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან ეწეოდეს სხვა პოლიტიკურ საქმიანობას. 4. უზრუნველყოფილი უნდა იყოს გენერალური აუდიტორის უფლებამოსილების განხორციელების დამოუკიდებლობა. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს ან ზეგავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებაზე. 5. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები დადგენილი წესით უზრუნველყოფენ გენერალური აუდიტორის პირად უსაფრთხოებას. მუხლი 10. გენერალური აუდიტორის უფლებამოსილება გენერალური აუდიტორი: ა) წარმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; |
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ article 9 გ) თავმჯდომარეობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის სხდომებს; დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელეებს; შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში იღებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურეებს; |
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ article 9 ე) თანამდებობაზე ნიშნავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ავტონომიურ რესპუბლიკაში შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით; ვ) განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა ზღვრულ რიცხოვნობას; ზ) ამტკიცებს საშტატო ნუსხას, განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობების დასახელებებს და თანამდებობრივ სარგოებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის დადგენილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში; თ) ორგანიზებას უწევს ერთგვაროვანი აუდიტორული პრაქტიკის განვითარების მიზნით აუდიტის შედეგებზე ჩამოყალიბებული შეფასებების განზოგადებას; ი) უფლებამოსილია მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების და მინიჭებული უფლებ ების განხორციელების მიზნით გამოსცეს შესასრულებლად სავალდებულო ბრძანებები; კ) საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გათვალისწინებულ მოხსენებებსა და ანგარიშებს; ლ) წარმოადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; მ) გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; |
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ article 9 ნ) ამტკიცებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსს; ო) ქმნის კომისიებსა და სპეციალურ სამუშაო ჯგუფებს; პ) განსაზღვრავს გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ფუნქციურ მოვალეობებს და ახდენს მათზე უფლებამოსილების დელეგირებას; ჟ) უფლებამოსილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლობის უფლება მიანიჭოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეს; რ) უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს საქართველოს პარლამენტის, პარლამენტის კომიტეტის, საპარლამენტო ფრაქციის ან/და პარლამენტის საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომას. ამასთანავე, მას მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს საქართველოს პარლამენტმა, პარლამენტის კომიტეტმა, საპარლამენტო ფრაქციამ ან/და პარლამენტის საგამოძიებო ან სხვა დროებითმა კომისიამ; |
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ article 9 ს) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ, აჯილდოებს მათ უწყებრივი ჯილდოებით, სიგელებით, ფასიანი საჩუქრებით; საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურისათვის სახელმწიფო ჯილდოს მინიჭების შესახებ; |
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ article 9 ტ) განსაზღვრავს ფულადი ჯილდოს ოდენობას, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – ერთჯერადი დახმარების ოდენობას; უ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. |