FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

მუზეუმების შესახებ

article  14

სახელმწიფო ორგანოთა უფლება-მოვალეობები სამუზეუმო საქმიანობის მართვაში.
1. სამინისტრო, სხვა სახელმწიფო ორგანო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სამუზეუმო საქმიანობის მართვას.
2. სამინისტროს, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხვა სახელმწიფო ორგანოს ფუნქციებია:
    ა) სახელმწიფო სამუზეუმო პოლიტიკის გატარება;
    ბ) სამუზეუმო საქმიანობის სფეროში მუნიციპალიტეტის ორგანოებთან მუშაობის კოორდინაცია;
    გ) სახელმწიფო მუზეუმების დადგენილი წესით დაფინანსება;
    დ) სამუზეუმო საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა ან/და კანონპროექტების შემუშავება;
    ე) საინფორმაციო ბანკის შექმნა;
    ვ) მუზეუმების ფონდების მდგომარეობისა და აღრიცხვის შემოწმება;
    ზ) საქართველოს კულტურისთვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი და სარესტავრაციო პროგრამების დადგენილი წესით დაფინანსება;
    თ) სამუზეუმო საქმის სპეციალისტებისა და რესტავრატორების მომზადებისთვის ხელის შეწყობა, მათი კვალიფიკაციის ამაღლება;
    ი) სამუზეუმო საქმიანობაში საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი;
    კ) სახელმწიფო მუზეუმების ფონდების შესავსებად სამუზეუმო ნივთების შესყიდვა;
    ლ) სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება.
მუზეუმების შესახებ

article  14

3. სამუზეუმო ნივთებისა და სამუზეუმო კოლექციების მდგომარეობის, დაცულობისა და აღრიცხვიანობის, აგრეთვე ზოგადი სამუზეუმო წესების დაცვის შემოწმების მიზნით სამინისტრო, აგრეთვე სხვა სახელმწიფო ორგანო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, დადგენილი წესით აკონტროლებს არასახელმწიფო მუზეუმებს.
4. სახელმწიფო ორგანო კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში მართავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მმართველობის სფეროში არსებულ მუზეუმებს და უზრუნველყოფს მათ გამართულ საქმიანობას.
5. სახელმწიფო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას უწევენ არასახელმწიფო მუზეუმებს. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1978 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.