FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  53

ოჯახის გაერთიანება.
1. საქართველოს ფარგლების გარეთ მყოფ ოჯახის წევრთან/წევრებთან გაერთიანების მიზნით ოჯახის გაერთიანების პროცედურის დასაწყებად ლტოლვილმა ან დამატებითი დაცვის მქონე პირმა ოჯახის გაერთიანების შესახებ წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს.
2. ლტოლვილმა ან დამატებითი დაცვის მქონე პირმა ოჯახის გაერთიანების შესახებ განცხადებას უნდა დაურთოს მასთან ოჯახის წევრის/წევრების ოჯახური კავშირის დამადასტურებელი ყველა შესაძლო მტკიცებულება (მათი არსებობის შემთხვევაში).
3. ოჯახური კავშირის დასადგენად უფლებამოსილი თანამდებობის პირი ინდივიდუალურად, 1 თვის ვადაში განიხილავს ოჯახის გაერთიანების შესახებ განცხადებასა და თანდართულ მტკიცებულებებს (მათი არსებობის შემთხვევაში). ოჯახური კავშირის დასადგენად საჭიროების შემთხვევაში გასაუბრება ტარდება.
4. ოჯახური კავშირის დადგენის შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი საჭიროებისამებრ მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრისთვის/წევრებისთვის საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ.
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  53

5. ოჯახის ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით, ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში ენიჭება საერთაშორისო დაცვის იგივე ფორმა, რომელიც ლტოლვილს ან დამატებითი დაცვის მქონე პირს აქვს მინიჭებული.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრმა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. თუ ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრმა ეს ვადა არასაპატიო მიზეზით დაარღვია, სამინისტრო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
7. ლტოლვილს ან დამატებითი დაცვის მქონე პირს შეიძლება უარი ეთქვას ოჯახის გაერთიანებაზე, თუ მისი ოჯახის წევრის მიმართ არსებობს ამ კანონის მე-17, მე-18, მე-20 ან 21-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძველი.