Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მაუწყებლობის შესახებ article 511 მაუწყებლის მიერ ფილმის ეთერში განთავსება. 1. არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი მაუწყებლის ეთერში უნდა განთავსდეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირებული, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. 2. კომისია უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ვალდებულება, ყოველკვირეულ სამაუწყებლო ბადეში განათავსონ არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი (გარდა სერიალისა) პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით. კომისიის დადგენილებით აგრეთვე განისაზღვრება საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების წესი. |
მაუწყებლობის შესახებ article 511 მუხლი 51-2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები 1. აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებული არიან განგრძობითად და პროგრესირებადად უფრო ხელმისაწვდომი გახადონ საკუთარი მომსახურებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პროპორციული ღონისძიებების განხორციელებით. კომისია ადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მედიამომსახურებების განგრძობითად და პროგრესირებადად ხელმისაწვდომობის სტანდარტებს. 2. აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირმა კომისიას 3 წელიწადში ერთხელ უნდა წარუდგინონ ანგარიში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ. 3. აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ადგენენ სამოქმედო გეგმას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის საკუთარი მომსახურებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ და კომისიას წარუდგენენ 3 წელიწადში ერთხელ. 4. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურთან კომისიის მიერ დადგენილი წესით იქმნება ერთიანი, ადვილად, საჯაროდ ხელმისაწვდომი (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის) ონლაინსაკონტაქტო პორტალი, რომელზედაც განთავსდება ინფორმაცია და რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება საჩივრების მიღება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების ხელმისაწვდომობის შესახებ. 5. აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა კომისიის მიერ დადგენილი წესით უნდა უზრუნველყოს საგანგებო ინფორმაციის, მათ შორის, საჯარო კომუნიკაციებისა და სტიქიური უბედურების სიტუაციების შესახებ განცხადებების, გავრცელება იმგვარად, რომ ხელმისაწვდომი იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. 6. სმენადაქვეითებული, სმენის არმქონე, მხედველობადაქვეითებული და უსინათლო პირთათვის ადაპტირებული (აუდიოდესკრიფციით, ტელეტექსტური მომსახურებით, სუბტიტრებითა და ჟესტების ენით) პროგრამების მომზადებისა და განთავსების წესს, მათ შორის, ასეთი პროგრამების მომზადებასა და განთავსებასთან დაკავშირებით მაუწყებლების, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისა და გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლების უფლებებსა და ვალდებულებებს ადგენს კომისია. |