Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ article 6 პალატის მართვა. 1. პალატის ორგანოები არიან: ა) საერთო კრება; ბ) პალატის საბჭო; გ) პალატის თავმჯდომარე (შემდგომ – თავმჯდომარე). 2. პალატის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება. 3. საერთო კრება მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც. 4. საერთო კრება ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულებასთან ერთად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს და ამტკიცებს პალატის წესდებას. 5. პალატის წევრები საერთო კრებაზე წარმოდგენილნი არიან დელეგატების სახით, რომელთა არჩევის წესი განისაზღვრება პალატის წესდებით. 6. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დელეგატთა ნახევარზე მეტი. 7. პალატის პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი ორგანოა პალატის საბჭო. პალატის საბჭო ამ კანონისა და პალატის წესდების შესაბამისად განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას პალატის ძირითად პრიორიტეტებზე, მიზნებზე, სტრატეგიებზე და პალატის წესდებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე. პალატის საბჭომ პალატის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეიძლება შეასრულოს საერთო კრების გარკვეული ფუნქციები საერთო კრებებს შორის პერიოდში. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ article 6 8. პალატის საბჭო შედგება სხვადასხვა მეწარმე სუბიექტების გაერთიანების (ასოციაციის) წარმომადგენლებისა და თავმჯდომარისაგან. პალატის საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 5-ზე ნაკლები. პალატის საბჭოს ახალი წევრის მიღებაზე გადაწყვეტილებას იღებს პალატის საბჭო პალატის წესდებით გათვალისწინებული წესით. პალატის საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე. 9. პალატის საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 10. პალატის საბჭოს ფუნქციები, კომპეტენცია, საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება პალატის წესდებით. 11. პალატის უმაღლესი თანამდებობის პირია თავმჯდომარე. 12. თავმჯდომარეს ირჩევს საერთო კრება ღია, პირდაპირი კენჭისყრით, 4 წლის ვადით, საერთო კრებაზე დამსწრე დელეგატების ხმათა უმრავლესობით, პალატის წესდებით დადგენილი წესით. 13. პალატას ჰყავს თავმჯდომარის მოადგილეები და აღმასრულებელი დირექტორი. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ article 6 14. თავმჯდომარის მოადგილეებს, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება პალატის წესდებით, ნიშნავს თავმჯდომარე. თავმჯდომარის მოადგილე თავის საქმიანობას წარმართავს პალატის წესდებით განსაზღვრულ სფეროში. თავმჯდომარე ამავდროულად არის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. 15. პალატის ბიუჯეტის, ფინანსური სახსრების თუ სხვა ქონების საწესდებო მიზნების შესაბამისად გამოყენებაზე კონტროლს ახორციელებს პალატის საბჭო. 16. პალატის მიმდინარე საქმიანობას წარმართავს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც ნიშნავს თავმჯდომარე. თავმჯდომარეს უფლება აქვს საკუთარ უფლებამოსილებათა ნაწილი გადასცეს აღმასრულებელ დირექტორს. 17. პალატის ორგანოებისა და ხელმძღვანელი პირების არჩევის (დანიშვნის) და კომპეტენციის საკითხები განისაზღვრება პალატის წესდებით. 18. პალატის საქმიანობის შეწყვეტა (რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია) ხდება პალატის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და კანონმდებლობით დადგენილი წესით. |