Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 20 გემთმფლობელის პასუხისმგებლობა. 1. ქართულ გემზე პასუხისმგებელმა გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს გემისთვის ისეთი ფინანსური გარანტიის არსებობა, რომელიც საკმარისი იქნება ნებისმიერი მეზღვაურისთვის საწარმოო ტრავმის, ავადმყოფობის ან საფრთხის შედეგად გარდაცვალების ან შრომისუუნარობის ხანგრძლივად დაკარგვის გამო კომპენსაციის გადასახდელად. კომპენსაციის ზღვარი უნდა განისაზღვროს მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით. 2. ქართულ გემზე პასუხისმგებელმა გემთმფლობელმა უნდა აანაზღაუროს ამ გემზე დასაქმებულ მეზღვაურთან შრომითი ურთიერთობის დაწყების თარიღიდან რეპატრიაციის დასრულების თარიღამდე პერიოდში ან ამ თარიღებს შორის პერიოდში მისი ავადმყოფობით ან ტრავმით გამოწვეული ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯები შემდეგი მოცულობით: ა) ავადმყოფი ან ტრავმირებული მეზღვაურის მკურნალობის (საჭირო მედიკამენტებითა და სამკურნალო აღჭურვილობით მომარაგების ჩათვლით), სახლის გარეთ კვებისა და ცხოვრების ხარჯები მის გამოჯანმრთელებამდე ან ავადმყოფობის ან ტრავმის მუდმივი ხასიათის გამო მის შრომისუუნაროდ გამოცხადებამდე; |
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 20 ბ) მეზღვაურის ნეშტის გადასვენების ხარჯები, ხოლო მისი გადასვენების შეუძლებლობის შემთხვევაში − დაკრძალვის ხარჯები, თუ იგი გემზე ან ნაპირზე, მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გარდაიცვალა; გ) ფინანსური გარანტიის უზრუნველყოფის ხარჯები საწარმოო ტრავმის, ავადმყოფობის ან საფრთხის შედეგად მეზღვაურის გარდაცვალების ან შრომისუნარიანობის ხანგრძლივად დაკარგვის გამო საქართველოს კანონმდებლობით, მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომპენსაციის გადასახდელად. 3. თუ მეზღვაურის ავადმყოფობა ან ტრავმა მის შრომისუუნარობას იწვევს, გემთმფლობელი ვალდებულია: ა) გადაუხადოს მეზღვაურს მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბაზისო ხელფასი მისი გემზე ყოფნის პერიოდში ან ამ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად მის რეპატრიაციამდე; ბ) გადაუხადოს მეზღვაურს ხელფასი კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოცულობით, მისი რეპატრიაციის ან ნაპირზე გადასვლის დღიდან სრულ განკურნებამდე. |
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 20 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება შეზღუდულია მეზღვაურის ავად გახდომის ან ტრავმირების დღიდან 16 კვირით და უნდა შეწყდეს იმ დღეს, როდესაც მეზღვაური შეძლებს მოთხოვნას ავადმყოფობისგან სავალდებულო დაზღვევის, უბედური შემთხვევისგან სავალდებულო დაზღვევის ან უბედური შემთხვევის დროს მშრომელთა კომპენსაციის ნებისმიერი სქემიდან, თუ ეს მეზღვაური რომელიმე ამ სქემის წევრია. 5. გემთმფლობელის ვალდებულება, სრულად ან ნაწილობრივ გადაუხადოს ხელფასი იმ მეზღვაურს, რომელიც, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გემზე აღარ იმყოფება, შეზღუდულია მეზღვაურის ავად გახდომის ან ტრავმირების დღიდან 16 კვირით და უნდა შეწყდეს იმ დღეს, როდესაც მეზღვაური შეძლებს მოთხოვნას ავადმყოფობისგან სავალდებულო დაზღვევის, უბედური შემთხვევისგან სავალდებულო დაზღვევის ან უბედური შემთხვევის დროს მშრომელთა კომპენსაციის ნებისმიერი სქემიდან, თუ ეს მეზღვაური რომელიმე ამ სქემის წევრია. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული მეზღვაურისთვის ხელფასის გადახდის ვალდებულება გემთმფლობელზე არ ვრცელდება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) მეზღვაურს ტრავმა გემზე მუშაობის გამო არ მიუღია; ბ) მეზღვაურის ავად გახდომა, ტრავმირება ან გარდაცვალება მისი განზრახი ქმედების შედეგია; |
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 20 გ) მეზღვაურმა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების ხელმოწერისას შეგნებულად დამალა. 7. გემთმფლობელმა ან მისმა წარმომადგენელმა უნდა უზრუნველყოს ავადმყოფი ან ტრავმირებული მეზღვაურის ან გარდაცვლილი მეზღვაურის გემზე დარჩენილი ნივთების შენახვა და მისთვის/გარდაცვლილის მემკვიდრისთვის პირველივე შესაძლებლობისთანავე გადაცემა. 8. გემთმფლობელი უფლებამოსილია საქართველოში მოქმედი საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის მომსახურებით ისარგებლოს იმ შემთხვევაში, როდესაც ეს პირი მას წარუდგენს ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემულ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების სერტიფიკატს. |