Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საჰაერო კოდექსი article 11 სააერნაოსნო მომსახურება. 1. ჰაერნაოსნობის უსაფრთხოების, რეგულარულობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად საჰაერო მოძრაობისთვის გაწეული სააერნაოსნო მომსახურება ითვალისწინებს: ა) საჰაერო მოძრაობის ორგანიზებას, რომელიც მოიცავს: ა.ა) საჰაერო მოძრაობის მომსახურებას; ა.ბ) საჰაერო სივრცის ორგანიზებას; ა.გ) საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზებას; ბ) საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურებას; გ) საავიაციო მეტეოროლოგიურ მომსახურებას; დ) ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურებას; ე) საძებნ-სამაშველო მომსახურებას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მომსახურებას ან მის ცალკეულ სახეებს საქართველოს საჰაერო სივრცეში ან მის ნაწილში, აგრეთვე ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის ფარგლებში, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველო უზრუნველყოფს, და სამოქალაქო აეროდრომებზე ახორციელებს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული სააერნაოსნო მომსახურების საწარმო. 3. სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო. 4. სერტიფიცირებულ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების გამწევად ნიშნავს სააგენტო. |
საქართველოს საჰაერო კოდექსი article 11 5. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო უზრუნველყოფს სააერნაოსნო მომსახურების გაწევას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ICAO-ს რეგიონალური ჰაერსანაოსნო გეგმისა და ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების გენერალური გეგმის მოთხოვნათა გათვალისწინებით. |