Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
თავდაცვის კოდექსი article 35 სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის შესახებ ზოგადი დებულებები. 1. სამხედრო მოსამსახურეს მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით ეკისრება დისციპლინური, სამოქალაქო, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. 2. სამხედრო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სხვა პირისთვის მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანს სახელმწიფო ანაზღაურებს. 3. თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფოსთვის ან სხვა პირისთვის მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანს სამხედრო მოსამსახურე ან ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ანაზღაურებს, თუ ეს ზიანი მისმა განზრახმა ან გაუფრთხილებელმა მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ გამოიწვია. |
თავდაცვის კოდექსი article 35 4. თუ სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტი ვადამდე არ შეწყდება ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“−„ვ“, „ი“−„ლ“ და „პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლით, აღნიშნული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისთვის პირს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 1 500 ლარიდან 28 000 ლარამდე ოდენობით, თუკი მასთან გაფორმებული, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კონტრაქტი კონკრეტული ოდენობის ჯარიმის გადახდის ვალდებულებას ითვალისწინებს. პირი ვალდებულია გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ჯარიმა ამ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტიდან 1 თვის ვადაში. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის, აგრეთვე ამ ჯარიმის უზრუნველყოფისთვის სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება შეწყდება პირის გარდაცვალების შემთხვევაში. 6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის, აგრეთვე ამ ჯარიმის უზრუნველყოფისთვის სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება შეწყდება, თუ პირი, რომელმაც ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს: ა) ნებაყოფლობით ხელახლა გაივლის სამხედრო სამსახურს 2 წლის ვადით; |
თავდაცვის კოდექსი article 35 ბ) დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვალდებულების წარმოშობიდან 4 წლის განმავლობაში იღებდა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობას. 7. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის, აგრეთვე ამ ჯარიმის უზრუნველყოფისთვის სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდა გადავადდება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამავე მუხლის მე-6 ნაწილის: ა) „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი 2-წლიანი ვადის ამოწურვამდე; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი 4-წლიანი ვადის ამოწურვამდე. 8. საქართველოს მთავრობის განკარგულებით შესაძლებელია პირი ან პირთა ჯგუფი გათავისუფლდეს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის, აგრეთვე ამ ჯარიმის უზრუნველყოფისთვის სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისგან ან მას შეუმცირდეს აღნიშნული ჯარიმის ან პირგასამტეხლოს ოდენობა. |
თავდაცვის კოდექსი article 35 9. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის, აგრეთვე ამ ჯარიმის უზრუნველყოფისთვის სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შეიძლება იმ პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომელმაც ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს, განაწილვადდეს არაუმეტეს 5 წლით, თუ იგი წარადგენს აღნიშნული ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ოდენობების სათანადო უზრუნველყოფას. აღნიშნული ვალდებულების განაწილვადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება აქვს მინისტრს ან მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიას. 10. დაკისრებული ჯარიმის ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი აღნიშნული ჯარიმის აღსრულების უზრუნველსაყოფად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც არის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „წ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აღსრულების ქვემდებარე აქტი. 11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის გამოცემისთანავე. |
თავდაცვის კოდექსი article 35 12. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. 13. სასამართლო ვალდებულია სამინისტროს მიაწოდოს სამხედრო მოსამსახურის მიმართ გამოტანილი განაჩენის ან/და აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ განჩინებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ გადაწყვეტილების ასლები. 14. სამხედრო მოსამსახურის მიერ მასთან გაფორმებული კონტრაქტის შესრულების ადგილად მიიჩნევა მუნიციპალიტეტი, რომლის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც მდებარეობს სამინისტროს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელშიც იგი სამხედრო სამსახურს გადის, თუ ამ კონტრაქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 15. არ შეიძლება სამხედრო მოსამსახურის თანამდებობრივი დაწინაურება ან/და წოდებრივი დაწინაურება მის მიმართ დისციპლინური ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში. 16. სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შესახებ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისი პირისთვის ოფიციალურად გაცნობა ხდება ერთ-ერთი შემდეგი ფორმით, ამ ნაწილით დადგენილი თანამიმდევრობით: |
თავდაცვის კოდექსი article 35 ა) გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ გადაწყვეტილების შესაბამისი პირისთვის გაცნობით/გამოცხადებით, მათ შორის, ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამის მეშვეობით; ბ) გადაწყვეტილების შესაბამისი პირისთვის მისი რეგისტრაციის, ფაქტობრივი ადგილსამყოფლის ან სამუშაო ადგილის მისამართზე ჩაბარებით, რაც დასტურდება ამ პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო თუ იგი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს − გადაწყვეტილების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით; გ) გადაწყვეტილების შესაბამისი პირისთვის კომუნიკაციის სხვა ტექნიკური საშუალებით ჩაბარებით, რაც დასტურდება გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ შედგენილი აქტით; დ) გადაწყვეტილების შესაბამისი პირისთვის ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით ჩაუბარებლობიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა მისი საჯაროდ, სამინისტროს ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდზე 1 თვის ვადით გამოქვეყნებით. 17. ამ მუხლის მე-16 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილება შესაბამისი პირისთვის ოფიციალურად გაცნობილად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს. |