FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

article  1113

ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების რეჟიმების გვერდის ავლით შემოტანის გამონაკლისი შემთხვევები. ფარმაცევტული პროდუქტი საქართველოს ბაზარზე დაშვების რეჟიმების გვერდის ავლით შეიძლება შემოტანილ იქნეს არაკომერციული მიზნით , შემდეგ შემთხვევებში :
    ა ) კლინიკამდელი და კლინიკური კვლევებისათვის ;
    ბ ) რეგისტრაციისათვის – ნიმუშის სახით ;
    გ ) ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ;
    დ ) გამოფენის , სიმპოზიუმის , კონფერენციის , ფორუმისა და კონგრესისათვის – ნიმუშის სახით , რეალიზაციის უფლების გარეშე ;
    ე ) რეექსპორტისათვის ;
    ვ) საქონლის საბაჟო საწყობში/საბაჟო ტერმინალში შენახვის ან/და ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის მიზნით;
    ზ ) როგორც ადგილობრივი წარმოებისათვის განკუთვნილი დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქტი ;
    თ) განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივად დაზიანება, ეპიდემია, იშვიათი დაავადება) ჰუმანიტარული მიზნით, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ინტერესის არსებობისას, სამინისტროს თანხმობით.