Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 50 ბავშვის სოციალური აქტივობის ხელშეწყობა. 1. ბავშვისთვის შეთავაზებული და ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისი განვითარების ხელშემწყობი, აუცილებელი ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამები. 2. ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამა თავისი შინაარსითა და მეთოდოლოგიით ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და ბავშვის სრულფასოვანი მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. ის ხელს უნდა უწყობდეს ბავშვის მიერ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარისა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას. 3. ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამა მოიცავს შესაბამის პროცესში ჩართულ ბავშვზე ორიენტირებულ ინდივიდუალურ, ზოგად (ღია) და ჯგუფურ ღონისძიებებს. 4. ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამის ძირითადი მიმართულებები შეიძლება იყოს: ა) არაფორმალური განათლება ზოგადი, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული, შემეცნებითი, ტექნიკური, ეკოლოგიური და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებებით; ბ) გონებრივი განვითარებისა და ფიზიკური აქტივობის ხელშემწყობი სპორტული და გასართობი ღონისძიებები; გ) სასკოლო ან შრომით ვალდებულებებსა და ოჯახურ გარემოსთან დაკავშირებული ღონისძიებები; დ) საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამები; ე) ბავშვთა დასვენების პროგრამები; ვ) ბავშვთა საკონსულტაციო პროგრამები; ზ) კულტურული და სახელოვნებო პროგრამები; |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 50 თ) წინაპროფესიული უნარ-ჩვევების განმავითარებელი პროგრამები. 5. ბავშვის სოციალური აქტივობის სახელმწიფო პროგრამას შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით. 6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განსახორციელებელი ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამა განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, ამ კოდექსის შესაბამისად. 7. მუნიციპალიტეტი ბავშვის სოციალური აქტივობის ღონისძიებებს ახორციელებს მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ან შესაბამისი სამინისტროს მიერ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-17 მუხლით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. 8. არასამთავრობო ორგანიზაცია ბავშვის სოციალური აქტივობის ღონისძიებებს ახორციელებს საკუთარი პროგრამის ან ბავშვის სოციალური აქტივობის სახელმწიფო პროგრამის/მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამის სამინისტროსთან/ მუნიციპალიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. |