FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  15512

თამბაქოს წარმოება თამბაქოს წარმოების ლიცენზიის გარეშე ან ამ ლიცენზიის პირობების დარღვევით.
1. თამბაქოს წარმოება თამბაქოს წარმოების ლიცენზიის გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2. ამ ნაწილით ან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.
3. თამბაქოს წარმოება თამბაქოს წარმოების ლიცენზიის პირობების დარღვევით − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოსავლენად კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილია შემოწმება კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუზღუდავად განახორციელოს.
2. ლიცენზიის მფლობელისთვის ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ კონტროლის განმახორციელებლის მიერ ლიცენზიის პირობების დარღვევის შესახებ წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელის მიერ აღნიშნული ლიცენზიის პირობების დარღვევის ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა გამოიწვევს მისთვის ამ კოდექსის 36-​​​-1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას.