FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

article  9

სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური უფლებამოსილება.
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ, გამოძიების უფლებამოსილების მქონე სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებსა და სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს უფლება აქვთ, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით, გამოიყენონ ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი.
2. სამსახურის მოსამსახურე ფიზიკურ ძალას, სპეციალურ საშუალებებსა და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე−32-ე მუხლებით, 33-ე მუხლით (გარდა 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა), 34-ე მუხლით (გარდა 34-ე მუხლის მე-11 პუნქტისა) და 35-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით.
3. სამსახურის მოსამსახურის განკარგულებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების, ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
4. სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქარ თველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI,№51,29.09.2010წ.,მუხ.332