FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  6611

გამჭვირვალობის წლიური ანგარიში.
1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია ყოველი საფინანსო წლის დასრულების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს საფინანსო წლის დასრულებიდან 8 თვის ვადაში, მოამზადოს და საკუთარ ვებგვერდზე საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს გამჭვირვალობის ყოველწლიური ანგარიში. ეს ანგარიში მისი გამოქვეყნებიდან 5 წლის განმავლობაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული  პირისთვის.
2. გამჭვირვალობის წლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:
    ა) ფინანსურ ანგარიშგებას, რომელიც მოიცავს ბალანსს ან აქტივებისა და ვალდებულებების ანგარიშგებას, ფინანსური წლის განმავლობაში შემოსავლებისა და ხარჯების წლიურ ანგარიშს და ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებას;
    ბ) აქტიური ლიცენზიების შესახებ (მათ შორის, ახალი ლიცენზიების თაობაზე, რომელთა გაცემაც მოხდა საანგარიშო კალენდარული წლის განმავლობაში, დაყოფილი უფლების ან უფლებების კატეგორიების მიხედვით) და ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ;
    გ) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის სამართლებრივი სტრუქტურისა და მმართველობითი სტრუქტურის აღწერას;
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  6611

დ) ნებისმიერი იურიდიული პირის შესახებ, რომელსაც პირდაპირ ან ირიბად ფლობს ან აკონტროლებს, მთლიანად ან ნაწილობრივ, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე  მმართველი  ორგანიზაცია;
    ე) ორგანიზაციის თავმჯდომარის, გამგეობის, ავტორთა და შემსრულებელთა საბჭოს და სხვა კომისიებისა და საბჭოების წევრებისა და ხელმძღვანელი პირებისთვის გადახდილი ანაზღაურების მთლიანი ოდენობის და მათთვის მინიჭებული სხვა სარგებლის შესახებ;
    ვ) ფინანსურ ინფორმაციას შეგროვებული ჰონორარების შესახებ, მართვის ქვეშ მყოფი უფლებების კატეგორიის და გამოყენების ტიპის მიხედვით (მაგალითად, მაუწყებლობა, ონლაინშესრულება, საჯარო შესრულება), მათ შორის, ინფორმაციას ჰონორარების ინვესტიციების შედეგად მიღებული შემოსავლების და ასეთი შემოსავლების გამოყენების მიზნობრიობის თაობაზე (მიუხედავად იმისა, ის უფლების მფლობელებს შორის განაწილდა, სხვა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას გადაერიცხა ან სხვა მიზნობრიობით იქნა გამოყენებული);
    ზ) ფინანსურ ინფორმაციას უფლებების მართვის საფასურისა და ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ უფლების მფლობელებისთვის მიწოდებული სხვა მომსახურების შესახებ. ამ ინფორმაციაში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი სულ მცირე შემდეგი საკითხები:
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  6611

ზ.ა) ყველა სამართავად გაწეული და ფინანსური ხარჯი, რომლებიც მოცემული უნდა იყოს მართვის ქვეშ მყოფი უფლებებისა და უფლებათა კატეგორიების მიხედვით. ნებისმიერი არაპირდაპირი ხარჯი, რომელიც ერთი ან რამდენიმე უფლების კატეგორიას არ მიეკუთვნება, უნდა შეიცავდეს ამ ხარჯების განაწილების მეთოდის აღწერას; ზ.ბ) ნებისმიერი ფინანსური ხარჯები, მათ შორის, სოციალურ, კულტურულ და საგანმანათლებლო მომსახურებებზე გაწეული ხარჯები;
    თ) შეგროვილი ჰონორარების (მათი დეტალური აღწერის მითითებით) შესახებ ინფორმაციას, რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს: თ.ა) უფლების მფლობელებისთვის შეგროვებულ ჯამურ თანხას, უფლების კატეგორიისა და გამოყენების ტიპის მიხედვით; თ.ბ) უფლების მფლობელებისთვის გადახდილ ჯამურ ჰონორარს, უფლების კატეგორიისა და გამოყენების ტიპის მიხედვით; თ.გ) გადახდების შესრულების სიხშირეს, უფლების კატეგორიისა და გამოყენების ტიპის მიხედვით; თ.დ) ინფორმაციას მთლიანი შეგროვებული თანხის შესახებ, რომელიც ჯერ არ განაწილებულა უფლების მფლობელებზე, უფლების კატეგორიის და გამოყენების ტიპის მიხედვით, და იმ ფინანსური წლის მითითებით, რომელშიც ეს თანხები შეგროვდა;
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  6611

თ.ე) ინფორმაციას მთლიანი შეგროვებული თანხის შესახებ, რომელიც ჯერ არ განაწილებულა იდენტიფიცირებულ უფლების მფლობელებზე უფლების კატეგორიისა და გამოყენების ტიპის მიხედვით, და იმ ფინანსური წლის მითითებით, რომელშიც ეს თანხები შეგროვდა; თ.ვ) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში განაწილებისა და გადახდების განუხორციელებლობის შემთხვევაში − მისი დაგვიანების მიზეზებს; თ.ზ) ინფორმაციას ჯამური გაუნაწილებელი თანხების შესახებ და ამ თანხების გამოყენების შემთხვევაში − ახსნა-განმარტებას, თუ რა მიზნით იქნა გამოყენებული ეს თანხები; თ.თ) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ თანხების გადახდის დაგვიანების შემთხვევაში −  სპეციალურ ანგარიშებზე არსებულ თანხებზე დარიცხული სარგებლის და ამ სარგებლის განაწილების შესახებ ინფორმაციას;
    ი) სხვა ანალოგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ი.ა) სხვა ანალოგიური ორგანიზაციებიდან მიღებულ და მათთვის გადახდილ თანხებს, უფლების კატეგორიის, გამოყენების ტიპისა და ორგანიზაციის მიხედვით;
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  6611

ი.ბ) სხვა ანალოგიური ორგანიზაციებისთვის შეგროვებული ჰონორარებიდან უფლების მართვის საფასურის შესახებ, უფლებებისა და უფლებების კატეგორიის, გამოყენების ტიპისა და ორგანიზაციის მიხედვით; ი.გ) სხვა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ შეგროვებული და გადმორიცხული ჰონორარებიდან უფლებების მართვის საფასურის შესახებ, უფლებებისა და უფლებების კატეგორიის, გამოყენების ტიპისა და ორგანიზაციის მიხედვით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    კ) სოციალური, კულტურული და საგანმანათლებლო მომსახურებების მიზნებისთვის გამოქვითული თანხების გამოყენების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, რომელიც უნდა შეიცავდეს  ფინანსური წლის განმავლობაში სოციალური, კულტურული და საგანმანათლებლო მომსახურებების მიზნებისთვის გამოქვითული თანხების ოდენობასა და თითოეულის მიზნობრიობის ტიპის თაობაზე ინფორმაციას.
3. გამჭვირვალობის წლიურ ანგარიშში შეტანილი ინფორმაცია 2 წელიწადში ერთხელ უნდა შეამოწმოს იმ აუდიტორული ფირმებიდან ერთ-ერთმა აუდიტორულმა ფირმამ, რომელსაც მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის აუდიტის უფლებამოსილება. აუდიტის დასკვნა, მათ შორის, ნებისმიერი შეფასება, სრულად უნდა აისახოს გამჭვირვალობის წლიურ ანგარიშში.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  6611

4. ამ მუხლით გათვალისწინებული გამჭვირვალობის კრიტერიუმები ვრცელდება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ კონკრეტული მიზნობრიობით შექმნილ ფონდებზე.