Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 8
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2118 არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განხილვისა და ბრძანების გამოცემის წესი. 1. მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მიმართვის წარდგენიდან 24 საათის ვადაში. |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2118 2. მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმეს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს. სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ პაციენტის/მსჯავრდებულის მკურნალობის პროცესში ჩართულ პირებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთა მონაწილეობაც აუცილებელია ადმინისტრაციული სამართალწარმოების განხორციელების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული საქმის განხილვაში უნდა მონაწილეობდნენ შესაბამისად ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის ან პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელი, შესაბამისი ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის ერთი წევრი მაინც, პაციენტი/მსჯავრდებული და მისი ადვოკატი. თუ პაციენტს/მსჯავრდებულს არ აქვს ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა, სასამართლო ვალდებულია დაუნიშნოს მას ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. საქმის განხილვაში მონაწილეობს აგრეთვე პაციენტის/მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენელი, ხოლო მისი არარსებობისას – ნათესავი (ამ შემთხვევაში ტერმინი „პაციენტის ნათესავი“ გულისხმობს პირს „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა წრიდან). განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის/მსჯავრდებულის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით, მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განსახილველად ატარებს გასვლით სასამართლო სხდომას იმ სტაციონარში, რომელშიც პაციენტი/მსჯავრდებული იმყოფება, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, პაციენტმა/მსჯავრდებულმა საქმის განხილვაში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2118 3. მოსამართლე სასამართლო სხდომის გახსნის შემდეგ აცხადებს, რა მიმართვა განიხილება, ასახელებს სასამართლო პროცესის მონაწილეებს, არკვევს, არის თუ არა აცილებები. შესაბამისად ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის ან პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელი ასაბუთებს თავის მიერ წარდგენილ მიმართვას, რის შემდეგაც უპასუხებს მოსამართლის, პაციენტის/მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის, კანონიერი წარმომადგენლის ან/და ნათესავის შეკითხვებს. პაციენტის/მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის ან ნათესავის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არ არის მიმართვის განხილვის გადადების საფუძველი. |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2118 4. მოსამართლე უფლებამოსილია გამოიძახოს და დაკითხოს ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის წევრები, რომლის დასკვნის საფუძველზედაც ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ ან პენიტენციურმა დაწესებულებამ სასამართლოს მიმართა, აგრეთვე სხვა პირი, რომლის ჩვენებაც (ცნობები) ასაბუთებს მიმართვას. პაციენტს/მსჯავრდებულს, მის ადვოკატს, კანონიერ წარმომადგენელს ან/და ნათესავს უფლება აქვს, მოითხოვოს სხვა პირთა დაკითხვაც, რომელთა ჩვენებებს საქმისთვის შეიძლება არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს. პაციენტს/მსჯავრდებულს, მის ადვოკატს, კანონიერ წარმომადგენელს ან/და ნათესავს ასევე უფლება აქვს, სასამართლოს მისცეს განმარტებები და ჩამოაყალიბოს საპირისპირო მოსაზრებები. 5. სასამართლო სხდომაზე დგება ოქმი. მიმართვის დასაბუთებულობის შემოწმებისა და „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების შეფასების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით პაციენტის სტაციონარში მოთავსების შესახებ არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა. |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2118 6. თუ არ არსებობს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების კანონით დადგენილი საფუძვლები, მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებაზე უარის შესახებ. ამ შემთხვევაში არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გაეწეროს სტაციონარიდან. 7. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ მოსამართლის ბრძანებაში მიეთითება: ა) ბრძანების გამოცემის თარიღი და ადგილი; ბ) მოსამართლის გვარი; გ) ფსიქიატრიული დაწესებულება, რომლის ადმინისტრაციამ სასამართლოს შესაბამისი მიმართვა წარუდგინა, ან პენიტენციური დაწესებულება, რომელმაც სასამართლოს მიმართა; დ) სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეები; |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2118 ე) განკარგულება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით, და სტაციონარში მოსათავსებელი პირის ვინაობა (თუ პირის ვინაობა დაუდგენელია, რადგან არ არსებობს მისი იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფაქტი ან მონაცემი, მაშინ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება – „არაიდენტიფიცირებული პაციენტი №......“ და განხილული ადმინისტრაციული საქმის სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით მას მიენიჭება პირობითი ნომერი); ვ) არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ბრძანების მოქმედების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. ბრძანებაში, როგორც წესი, მიეთითება, რომ იგი მოქმედებს პაციენტის არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, რასაც ადგენს შესაბამისი ექიმ-ფსიქიატრთა კომისია დასკვნის საფუძველზე; ზ) ფსიქიატრიული დაწესებულება (მისი ხელმძღვანელი), რომელმაც უნდა შეასრულოს ბრძანება; თ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 8. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებაზე უარის შესახებ მოსამართლის დადგენილებაში მიეთითება: ა) დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი; ბ) მოსამართლის გვარი; |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2118 გ) ფსიქიატრიული დაწესებულება, რომლის ადმინისტრაციამ სასამართლოს შესაბამისი მიმართვა წარუდგინა, ან პენიტენციური დაწესებულება, რომელმაც სასამართლოს მიმართა; დ) სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეები; ე) განკარგულება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებაზე უარის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით, და იმ პირის ვინაობა, რომელიც უნდა მოთავსებულიყო სტაციონარში (თუ პირის ვინაობა დაუდგენელია, რადგან არ არსებობს მისი იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფაქტი ან მონაცემი, მაშინ მოსამართლის დადგენილებაში აღინიშნება – „არაიდენტიფიცირებული პაციენტი №......“ და განხილული ადმინისტრაციული საქმის სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით მას მიენიჭება პირობითი ნომერი); ვ) ფსიქიატრიული დაწესებულება (მისი ხელმძღვანელი), რომელმაც უნდა შეასრულოს დადგენილება; ზ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 9. მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) დგება სამ ცალად, რომელთაგან ერთი ეგზავნება მიმართვის წარმდგენ ფსიქიატრიულ დაწესებულებას, მეორე – პაციენტს, მის კანონიერ წარმომადგენელს ან ნათესავს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში. |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2118 10. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციას უფლება აქვს სასამართლოში მიმართვის განხილვისას მოსამართლის სათათბირო ოთახში გასვლამდე გამოითხოვოს თავისი მიმართვა. 11. მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) ძალაში შედის მხარეებისათვის ბრძანების (დადგენილების) გამოცხადებისთანავე. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2036 - ვებგვერდი, 29.03.2018წ. |