FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  311

1. ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და შესაბამისი სარეკომენდაციო გადაწყვეტილების მიღების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროში იქმნება ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭო (შემდგომ – საბჭო), რომლის შემადგენლობა და რეგლამენტი მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. საბჭოს რეგლამენტით განისაზღვრება საბჭოს მიერ საკითხის განხილვის პროცედურები, მათ შორის, საბჭოს სხდომების მოსამზადებლად ჩასატარებელი ღონისძიებები, საბჭოს წევრთა ჩანაცვლების, საბჭოს სხდომების მიმდინარეობის, კენჭისყრისა და სხვა საკითხები.
3. საბჭოს შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კულტურის სამინისტროს და საქართველოს სპორტის სამინისტროს სისტემების თანამშრომლები, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით − სხვა პირები.