FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  15

განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის, გათბობისა და გაგრილების წარმოშობის სერტიფიკატები.
1. ენერგიის მიმწოდებლის ენერგიის ნაზავში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის ან რაოდენობის საბოლოო მომხმარებლისთვის დასადასტურებლად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და სამინისტრო უზრუნველყოფენ, რომ განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის დადასტურება გარანტირებული იყოს ამ კანონის ფარგლებში, ობიექტური, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული კრიტერიუმების შესაბამისად. ამ მიზნით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დადგენილებით ამტკიცებს „განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესს“, ხოლო სამინისტრო ბრძანებით ამტკიცებს „განახლებადი წყაროებიდან მიღებული გათბობისა და გაგრილების წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესს“.
2. საქართველოს გადამცემი სისტემის ოპერატორი განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის მწარმოებლის მოთხოვნის საპასუხოდ გასცემს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატს.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  15

3. სამინისტრო უფლებამოსილია ორგანიზება გაუწიოს განახლებადი წყაროებიდან მიღებული გათბობისა და გაგრილების მწარმოებლების მოთხოვნის საპასუხოდ განახლებადი წყაროებიდან მიღებული გათბობისა და გაგრილების წარმოშობის სერტიფიკატების გაცემას. ეს ღონისძიება შეიძლება დაექვემდებაროს მინიმალური სიმძლავრის შეზღუდვას.
4. განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოების შემთხვევაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატი უნდა იყოს სტანდარტული და იგი გაიცემა 1 მეგავატ-საათი ელექტროენერგიის წარმოებისათვის. წარმოებული ელექტროენერგიის თითოეული ერთეულისთვის მხოლოდ ერთი წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა.
5. განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ერთი ერთეული გათვალისწინებული უნდა იქნეს მხოლოდ ერთხელ.
6. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია სამინისტროს წარდგინების საფუძველზე ენერგიის მწარმოებელს, რომელიც სარგებელს იღებს განახლებადი წყაროებიდან მიღებული იმავე ენერგიის წარმოშობის სერტიფიკატით, სრულად ან ნაწილობრივ გაუუქმოს მხარდაჭერის სქემით სარგებლობის უფლება.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  15

7. წარმოშობის სერტიფიკატი არ არის ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილი ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლების შესაბამისობის დადგენის დამადასტურებელი დოკუმენტი. წარმოშობის სერტიფიკატის გადაცემა როგორც ცალკე, ისე ენერგიის ფიზიკურ გადაცემასთან ერთად გავლენას არ ახდენს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, განახორციელოს სტატისტიკური ტრანსფერები, ერთობლივი პროექტები ან ერთობლივი მხარდაჭერის სქემები ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლების შესაბამისობის დადგენის მიზნით ან ამ კანონის შესაბამისად განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარების გამოთვლისას.
8. წარმოშობის სერტიფიკატი გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი ენერგიის წარმოებიდან 12 თვის განმავლობაში.
9. წარმოშობის სერტიფიკატი გამოყენებისთანავე უქმდება.
10. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ზედამხედველობას უწევს საქართველოს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის, გადაცემისა და გაუქმების პროცესს.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  15

11. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და სამინისტრო ვალდებული არიან დანერგონ ის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს წარმოშობის სერტიფიკატის ელექტრონული ფორმით გაცემას, გადაცემასა და გაუქმებას, რითაც გარანტირებული იქნება მისი სიზუსტე და საიმედოობა და იგი დაცული იქნება გაყალბებისგან.
12. წარმოშობის სერტიფიკატში უნდა აღინიშნოს:
    ა) ენერგიის წყარო, რომლიდანაც იწარმოება ენერგია, და მისი წარმოების დაწყებისა და დასრულების თარიღები;
    ბ) წარმოშობის სერტიფიკატი შეეხება ელექტროენერგიას, გათბობას თუ გაგრილებას;
    გ) იმ დანადგარის საიდენტიფიკაციო მონაცემი, ადგილმდებარეობა, ტიპი და სიმძლავრე, რომლის მიერაც არის წარმოებული ენერგია;
    დ) თუ ისარგებლა და რამდენად  ისარგებლა დანადგარმა საინვესტიციო მხარდაჭერით, თუ ისარგებლა და რამდენად ისარგებლა ენერგიის ერთეულმა ეროვნული მხარდაჭერის სქემით; მხარდაჭერის სქემის ტიპი;
    ე) დანადგარის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი;
    ვ) წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის თარიღი, გამცემი ქვეყანა და უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  15

13. განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ის რაოდენობა, რომელიც ელექტროენერგიის მიმწოდებლის მიერ მესამე მხარისთვის გადაცემულ წარმოშობის სერტიფიკატს შეესაბამება, უნდა გამოაკლდეს მისი ენერგიის ნაზავში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილს.
14. წარმოშობის სერტიფიკატი, რომელიც გასცა ენერგეტიკული გაერთიანების სხვა ხელშემკვრელმა მხარემ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უნდა აღიაროს მხოლოდ, როგორც ამ მუხლის პირველ პუნქტსა და მე-12 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული ელემენტების დადასტურება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უფლებამოსილია უარი თქვას წარმოშობის სერტიფიკატის აღიარებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს დასაბუთებული ეჭვი შესაბამისი გარანტიის სიზუსტესთან, საიმედოობასთან ან უტყუარობასთან დაკავშირებით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ვალდებულია ამ პუნქტით გათვალისწინებული უარის თქმის შესახებ აცნობოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს და წარუდგინოს მას თავისი გადაწყვეტილების დასაბუთება.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  15

15. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უფლებამოსილია გაითვალისწინოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს რეკომენდაცია, რომ წარმოშობის სერტიფიკატი, რომლის აღიარებაზედაც ამ კომისიამ უარი თქვა, აღიარებულ იქნეს.
16. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაადგინოს წარმოშობის სერტიფიკატით სარგებლობის ობიექტური, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული კრიტერიუმები, რომლებიც ამ კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ეს კრიტერიუმები განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესში უნდა აისახოს.
17. თუ ენერგიის მიმწოდებელი განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიას მომხმარებელზე ყიდის განახლებადი წყაროებიდან მიღებული გარემოსდაცვითი ან სხვა სარგებლის მითითებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უფლებამოსილია ამ ენერგიის მიმწოდებელს მოსთხოვოს, რომ მან ინფორმაცია განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის ან რაოდენობის შესახებ, რომელიც წარმოებული იქნება 2022 წლის 18 დეკემბრის შემდეგ ექსპლუატაციაში შესული დანადგარებიდან ან გაზრდილი სიმძლავრიდან, შეჯამებული სახით ხელმისაწვდომი გახადოს.