Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ნავთობისა და გაზის შესახებ article 15 მომსახურების ხელშეკრულება. 1. მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ცალკეული სახის სამუშაოებზე, ისე სხვადასხვა სახის სამუშაოების კომპლექსზე (ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება, საბადოების ექსპლუატაცია, ჭაბურღილების რემონტი, უმოქმედო ჭაბურღილების აღდგენა, ნავთობისა და გაზის საბადოების მოწყობა, ახალი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების მიწოდება, მარკეტინგული მომსახურება და სხვა). 2. მომსახურების ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარე უნდა იყოს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მქონე სუბიექტი. 3. მომსახურების ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარე არ აბანდებს კაპიტალს და არ იღებს თავის თავზე რისკს წარუმატებლობის შემთხვევაში. 4. მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად გაწეული მომსახურება ანაზღაურდება, როგორც წესი, ფულადი სახსრებით, საიჯარო სამუშაოებისა და მომსახურების მსოფლიო ბაზრის მიმდინარე ფასებით. ცალკეულ შემთხვევებში სააგენტოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია გაწეული მომსახურების ნაწილობრივ ან მთლიანად ანაზღაურება მოპოვებული ნავთობითა და გაზით. ხელშეკრულების მეორე მხარეს შეიძლება მიეცეს მისი მომსახურებით მიღებული პროდუქციის ნაწილის მსოფლიო ბაზრის მიმდინარე ფასებით შეძენის უფლება. |