Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 58 არჩევნებისათვის საჭირო ფულადი სახსრები. 1. უსკო კენჭისყრამდე არა უგვიანეს 55 დღისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარუდგენს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დაფინანსების გეგმას. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო წარდგენილი გეგმის შესაბამისად კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50 დღისა უზრუნველყოფს არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის განკუთვნილი ასიგნების გამოყოფას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან უსკოს შესაბამის საბიუჯეტო პროგრამულ კოდზე. 3. საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესს დადგენილებით ადგენს უსკო. 4. კენჭისყრამდე არა უგვიანეს 45 დღისა უსკო საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს ჩარიცხავს მის მიმდინარე ანგარიშზე. 5. საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრიდან არაუგვიანეს 30 დღისა წყვეტს ყოველგვარ ანგარიშსწორებას ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან და 10 დღის ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხაზინის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხავს თავის ანგარიშზე არსებულ ნაშთს. ნაშთის ჩარიცხვიდან 2 კვირის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია უსკოს წარუდგენს საფინანსო ანგარიშს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 24 ივლისის კანონი №124-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 30.07.2020წ. |