Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მეწარმეთა შესახებ article 134 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების განთავსებული კაპიტალი. 1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს განთავსებული კაპიტალი. 2. თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას აქვს მხოლოდ ნომინალური ღირებულების მქონე წილები, განთავსებული კაპიტალის ოდენობა უნდა შეადგენდეს ნომინალური ღირებულების მქონე წილების ჯამს. თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას განთავსებული აქვს როგორც ნომინალური ღირებულის მქონე წილები, ისე ნომინალური ღირებულების არმქონე წილები, განთავსებული კაპიტალის ოდენობა აღემატება ნომინალური ღირებულების მქონე წილების ჯამს. თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას განთავსებული აქვს მხოლოდ ნომინალური ღირებულების არმქონე წილები, განთავსებული კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით. 3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების განთავსებული კაპიტალი ეროვნულ ვალუტაში უნდა გამოისახოს. 4. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების განთავსებული კაპიტალის თავდაპირველი ოდენობა განისაზღვრება სადამფუძნებლო შეთანხმებით. განთავსებული კაპიტალის ოდენობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას პარტნიორები იღებენ. |
მეწარმეთა შესახებ article 134 5. სადამფუძნებლო შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს წილების/რომელიმე კლასის წილების მისაღები მინიმალური შენატანი (წილის ნომინალური ღირებულება). სხვადასხვა კლასის წილების ნომინალური ღირებულებები შეიძლება განისაზღვროს სხვადასხვა ოდენობით. |