FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

article  14

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების უფლებები. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანათა შესასრულებლად უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ:
    ა) ღიად ან/და ფარულად ატარებდნენ ამ კანონის მე-7 მუხლში ჩამოთვლილ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს;
    ბ) უსასყიდლოდ ან სასყიდლიან საფუძველზე ამყარებდნენ თანამშრომლობას პირებთან, რომელთაც განაცხადეს თანხმობა, კონფიდენციალურ საფუძველზე ხელი შეუწყონ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს;
    გ) ქმნიდნენ და იყენებდნენ საინფორმაციო სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანათა შესრულებას;
    დ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების დროს ხელშეკრულებით ან ზეპირი შეთანხმებით იყენებდნენ საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა, სამხედრო ნაწილთა სასამსახურო შენობებს, ქონებას, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეულ ქონებას, აგრეთვე კერძო პირთა საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ სადგომებს, სატრანსპორტო საშუალებებსა და სხვა ქონებას;
    ე) კონსპირაციის მიზნით იყენებდნენ დოკუმენტებს, რომლებშიც შენიღბულია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების თანამდებობის პირთა ვინაობა, ქვედანაყოფების, ორგანიზაციების სადგომებისა და სატრანსპორტო საშუალებების კუთვნილება, აგრეთვე იმ მოქალაქეთა ვინაობა, რომლებიც ამ ორგანოებთან თანამშრომლობენ კონფიდენციალურ საფუძველზე.