Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 33 საბაჟო დავის წარმოება. 1. საბაჟო ორგანოს მიერ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა (შემდგომ − დავა) განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს. 4. სასამართლოში დავის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით. 5. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 6. საბაჟო ორგანომ/დავის განმხილველმა ორგანომ მთლიანად ან ნაწილობრივ უნდა შეაჩეროს გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობას ან მისი აღსრულება შესაბამის პირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 33 7. გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომელიც იმპორტის გადასახდელის/საბაჟო სანქციის გადახდის ვალდებულებას წარმოშობს, შეჩერებულად მიიჩნევა დავის დაწყების დღიდან მის დასრულებამდე, მხოლოდ იმპორტის გადასახდელის/საბაჟო სანქციის გადახდის ნაწილში. 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლით გათვალისწინებული სადავო საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებები იმავე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. 9. დავის პერიოდში ამ კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა ჩერდება. 10. საბაჟო ორგანოს მიერ სასამართლოს/დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულებისას ამ კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა არ გამოიყენება. |