FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

წყლის შესახებ

article  10

მ) წყლის მდგომარეობაზე დაკვირვებისა და ანალიზის (მონიტორინგის) სისტემა;
    ნ) წყლის დაცვისა და გამოყენების, წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებისა და წყლით ვაჭრობის წესების, საერთო სახელმწიფო ნორმატივების, კვოტების, ლიმიტების, სახელმწიფო სტანდარტებისა და ხარისხის შეფასების მეთოდებისა და კრიტერიუმების დადგენა;
    ო) წყლის რესურსების და მის გამოყენებასთან დაკავშირებული საინფორმაციო ფონდის შექმნა („წიაღის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი ბუნებრივი რესურსების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ფონდის ფარგლებში) და მისი განკარგვა. ასევე, წყლის რესურსების და მის გამოყენებასთან დაკავშირებული სახელმწიფო სტატისტიკის წარმოების წესის დადგენა და წარმოება; პ)  (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ჟ)  (ამოღებულია – 25.03.2013, №494);
    რ) საქართველოს ტერიტორიაზე წყლის გამოყენებისა და დაცვის წესების შემუშავება განსაკუთრებული სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის წყლის ფონდის განკარგვის მიზნით და სამთო მინაკუთვნის გამოყოფა მიწისქვეშა წყლების საექსპლუატაციოდ; ს)  (ამოღებულია – 25.03.2013, №494);
    ტ) წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროში ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის გატარება, სამეცნიერო-კვლევითი, საცდელ-საკონსტრუქტორო და სხვა სამუშაოთა კოორდინირება, ორგანიზება და დაფინანსება;
წყლის შესახებ

article  10

საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენცია წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში. წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება:
    ა) სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროში;
    ბ) წყლის დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების მიღება და მათი შესრულების კონტროლი;
    გ) წყლის დაცვისა და გამოყენების რეგულირებისა და კონტროლის სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ჩამოყალიბება;
    დ) დაცული ტერიტორიების შექმნა წყლის სახელმწიფო ფონდის მიწებზე;
    ე) გაბინძურებისათვის, დანაგვიანებისათვის, დაშრეტისათვის და სხვა უარყოფითი ზეგავლენის მქონე ქმედებისათვის ჯარიმისა და მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის წესის დადგენა;
    ვ) წყლის დაცვისა და გამოყენების ერთიანი სახელმწიფო კონტროლი საქართველოს სახმელეთო ტერიტორიაზე, ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში;
    ზ) წყლის დაცვის ორგანიზება და მისი გამოყენების სახელმწიფო რეგულირება;
    თ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494);
    ი) ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობის კოორდინირება წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროში;
    კ) წყალსარგებლობის შეზღუდვა ან აკრძალვა ცალკეულ წყლის ობიექტებზე, მათ შორის ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვის ზონაში; ლ)  (ამოღებულია – 25.03.2013, №494);
წყლის შესახებ

article  10

უ) წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების დადება;
    ფ) ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზიანებული განსაკუთრებული სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის წყლის ობიექტების აღდგენის სამუშაოთა დაფინანსება.