Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
დაზღვევის შესახებ article 8 დამზღვევი. 1. დამზღვევი არის პირი, რომელმაც მზღვეველთან დადო დაზღვევის ხელშეკრულება. 2. დამზღვევი შეიძლება იყოს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირი. 3. საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ საქმიანობასთან და საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებასთან დაკავშირებული დაზღვევის ხელშეკრულება, გარდა გადაზღვევის ხელშეკრულებისა, შეუძლია დადოს მხოლოდ სამსახურის მიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციასთან. საქართველოს მოქალაქეს საქართველოს ტერიტორიაზე დაზღვევის ხელშეკრულება შეუძლია დადოს მხოლოდ სამსახურის მიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციასთან. |