Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ article 8 სამსახურის უფლებამოსილებანი. სამსახური უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა, გამოავლინოს, გახსნას და აღკვეთოს დანაშაული საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში, აწარმოოს გამოძიება, გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები კანონით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ქვემდებარეობის შესაბამისად აწარმოოს გამოძიება სრული მოცულობით; წარმოოს წინასწარი გამოძიება სრული მოცულობით; გ) გამოითხოვოს მოსამართლის ბრძანება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით; დ) საჭიროების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება რევიზიის ან ინვენტარიზაციის ჩატარებაზე, მოითხოვოს საუწყებო შემოწმების ჩატარება და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა; ე) მოიპოვოს, დაამუშაოს და გააანალიზოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, შექმნას საინფორმაციო სისტემები; ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – შემოსავლების სამსახურიდან მოითხოვოს და მიიღოს ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია; |
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ article 8 ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს რეაგირება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე და გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით განსაზღვრული უზრუნველყოფის ზომები; თ) თუ დაყოვნება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, დაუბრკოლებლად შევიდეს საცხოვრებელ ბინებსა და მოქალაქეთა კუთვნილ სათავსებში, საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ტერიტორიებზე და შენობა-ნაგებობებში (გარდა დიპლომატიური წარმომადგენლობების , საკონსულო დაწესებულებებისა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების შენობა-ნაგებობებისა, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური ხელშეუხებლობით) დანაშაულის აღსაკვეთად ან/და იმ პირის დასაკავებლად , რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ან რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ბრალი ედება დანაშაულის ჩადენაში; |
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ article 8 ი) სამსახურის კომპეტენციისთვის მიკუთვნებული დანაშაულის ან სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, სამსახურის უფროსის ბრძანებით, დასახლებულ პუნქტებში, საგზაო მაგისტრალებზე და ტერიტორიულ წყლებში მოაწყოს შემოწმების პროცედურები; ამ დროს სამსახურის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, გააჩეროს პირი და სატრანსპორტო საშუალება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იმუნიტეტის მქონე პირებისა, დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისა), მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი საბუთი , სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთები, მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება. შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სამსახურის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ) ამ კანონით დადგენილი ამოცანის შესრულების უზრუნველსაყოფად ჩაატაროს სათანადო ექსპერტიზა; |