Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
აკვაკულტურის შესახებ article 17 აკვაკულტურის ნებართვის მისაღებად განაცხადის წარდგენა ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის გამოყენების შემთხვევაში. 1. ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის გამოყენების შემთხვევაში აკვაკულტურის ნებართვის მისაღებად აკვაკულტურის ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა წარადგინოს: ა) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ადგილის შესახებ ინფორმაცია (მუნიციპალიტეტის, დასახლების ან ახლომდებარე დასახლებული პუნქტის, მდინარის აუზის დასახელებები); ბ) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ადგილის რუკა, ფართობი და გეოგრაფიული კოორდინატები; გ) ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის სქემატური საპროექტო ნახაზი; დ) აკვაკულტურის ობიექტის (თევზის ან/და სხვა ჰიდრობიონტის) ქართული და ლათინური სახელწოდებები, გენეტიკური ფორმების შესახებ ინფორმაცია, მასალის ჩასმის სიმჭიდროვე; ე) ჩასასმელი მასალის (ლარვის, ლიფსიტის, ახალმოზარდეულის) მიღების გზები; ვ) საკვებისა და საკვები დანამატების შესახებ დეტალური ინფორმაცია (საკვებისა და საკვები დანამატების მწარმოებელი, მარკა და შემადგენლობა); ზ) სასუქების, სტიმულატორების, სამკურნალო-პროფილაქტიკური პრეპარატების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, სხვა ქიმიური საშუალებებისა და ტექნოლოგიების შესახებ დეტალური ინფორმაცია; |
აკვაკულტურის შესახებ article 17 თ) პროდუქციის წლიური ოდენობის შესახებ ინფორმაცია; ი) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების მეთოდების, ტექნოლოგიებისა და ტექნოლოგიური ციკლის დეტალური აღწერილობა; კ) გამოსაყენებელი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების შესახებ ინფორმაცია; ლ) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების დეტალური გეგმა; მ) ველურ სახეობაზე დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია; ნ) აკვაკულტურის ობიექტის აკვაკულტურის კონსტრუქციიდან გარემოში გაღწევის თავიდან ასაცილებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია; ო) მიწის ნაკვეთის საკუთრების ან/და მიწის ნაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; პ) წყლის ხარისხის ანალიზის (აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად) შესახებ ინფორმაცია და წყალსარგებლობის გეგმა. 2. აკვაკულტურის ნებართვის მაძიებელი ვალდებულია ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტი აკვაკულტურის ნებართვის გამცემს ელექტრონული ან მატერიალური ფორმით წარუდგინოს. 3. აკვაკულტურის ნებართვის გამცემი უფლებამოსილია აკვაკულტურის ნებართვის მაძიებელს − დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება. |