Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ article 32 პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების შეზღუდვა. 1. პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში გამოსაქვეყნებლად, გასავრცელებლად ან საქართველოს ფარგლების გარეთ გასატანად მასალების მომზადებისას სახელმწიფო ორგანო, საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა), ფიზიკური პირი ვალდებულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაცავად ამ კანონის მოთხოვნებით იხელმძღვანელოს. 2. პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში სახელმწიფო საიდუმლოების გამოქვეყნების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აანალიზებს გამოქვეყნების შესაძლო შედეგებს. 3. პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში სახელმწიფო საიდუმლოების გამოქვეყნების წინასწარი კონტროლი დაუშვებელია. |