FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  13

გადამყვანი კომპანიის ვალდებულება.
1. გადამყვანი კომპანია ვალდებულია:
    ა) შეამოწმოს უცხოელის დოკუმენტები, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა მას საქართველოში შემოსვლისათვის ამ კანონით გათვალისწინებული მოქმედი საქართველოს ვიზა და სამგზავრო დოკუმენტები;
    ბ) ჩამოსვლისთანავე წარადგინოს უცხოელი ინსპექტირებისათვის სასაზღვრო გამტარ პუნქტში;
    გ) უკან დააბრუნოს ის უცხოელი, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე.
2. გადამყვანი კომპანია ვალდებულია გაიღოს იმ უცხოელის უკან დაბრუნებისას ტრანსპორტირების და უკან დაბრუნებამდე წარმოქმნილი გაჩერების ხარჯები, რომელსაც სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირების შედეგად უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე იმ საფუძვლით, რომ მას არ ჰქონდა საქართველოში შემოსვლისათვის ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოში შემოსვლის ან/და ყოფნის საფუძველი და სამგზავრო დოკუმენტები. 3. თუ სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირების შედეგად უცხოელს უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, სახელმწიფო ვალდებულია გაიღოს უცხოელის უკან დაბრუნებამდე წარმოქმნილი გაჩერების ხარჯები, ხოლო უცხოელის უკან დაბრუნებისას ტრანსპორტირების ხარჯებს გაიღებს გადამყვანი კომპანია.
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  13

4. გადამყვანი კომპანია უფლებამოსილია მის მიერ უკან დაბრუნებულ უცხოელს მოთხოვოს იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც მან გაიღო უცხოელისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის გამო.
5. ამ მუხლით (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა) დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადამყვან კომპანიას ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით.