FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ

article  7

საძიებო-სამაშველო მოქმედებათა კოორდინატორი. საძიებო-სამაშველო მოქმედებათა კოორდინატორი არის სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსი ან მორიგე კოორდინატორი, რომელსაც ევალება:
    ა) მიიღოს ინფორმაცია საზღვაო ინციდენტის შესახებ და შეაფასოს იგი ავარიული სტადიების შესაბამისად;
    ბ) გაარკვიოს, ექსტრემალური მოქმედებისათვის აუცილებელი მოწყობილობებიდან რომელია განსაცდელში მყოფ გემზე;
    გ) ჰქონდეს ინფორმაცია ამინდის პროგნოზზე;
    დ) გაარკვიოს გემების გადაადგილება და ადგილსამყოფელი, აცნობოს მათ შესაძლო საძიებო-სამაშველო რაიონის შესახებ;
    ე) აღნიშნოს რუკაზე საძიებო-სამაშველო რაიონი და მიიღოს გადაწყვეტილებები საძიებო-სამაშველო მეთოდებისა და საშუალებების გამოყენების შესახებ;
    ვ) შეიმუშაოს საძიებო-სამაშველო ოპერაციების და ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის გეგმები;
    ზ) უცხო ქვეყნების საძიებო-სამაშველო ცენტრებთან ერთად კოორდინაცია გაუწიოს ოპერაციას;
    თ) ორგანიზება გაუწიოს ოპერაციაში მონაწილე პერსონალის ინსტრუქტირებას და მიიღოს მისგან ინფორმაცია;
    ი) შეაფასოს მიღებული ინფორმაცია და, აუცილებლობის შემთხვევაში, შესწორებები შეიტანოს შესაბამის გეგმაში;
    კ) განალაგოს პერსონალი საძიებო-სამაშველო ოპერაციის ეფექტიანად განხორციელებისათვის საჭირო სქემით;
საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ

article  7

ლ) ორგანიზება გაუწიოს გადარჩენილთათვის გათვალისწინებული დახმარების საშუალებების დროულად მიწოდებას;
    მ) ქრონოლოგიური თანამიმდევრობითა და სიზუსტით აწარმოოს სამორიგეო ჟურნალი;
    ნ) შეადგინოს პატაკები;
    ო) კოორდინაცია გაუწიოს საძიებო-სამაშველო საშუალებების საჭიროებისამებრ გამოყენებას;
    პ) მოამზადოს დასკვნითი მოხსენება უბედური შემთხვევის შესახებ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2398 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.