Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ამნისტიის შესახებ article 8 1. იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელიც ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებულ პერიოდში იმავდროულად ცნობილ იქნა ბრალდებულად სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, მათ შორის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის აღსრულების მიზნით, ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს მხოლოდ ერთხელ, როგორც მსჯავრდებულის სტატუსის მქონე პირზე. 2. იმ პირის მიმართ, რომელიც 2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის აღსრულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა და რომელსაც იმავე პერიოდში ან ამ კანონის ამოქმედებამდე სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს მხოლოდ ერთხელ, როგორც მსჯავრდებულის სტატუსის მქონე პირზე. 3. მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებულ ამნისტიას აღასრულებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური. |
ამნისტიის შესახებ article 8 4. ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის, მიმართ ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი, ხოლო სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე − შესაბამისი სასამართლო. 5. მსჯავრდებულის, მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის, მიმართ ამ კანონის მე-4−მე-6 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო. 6. ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა პირადად უნდა მიმართოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე ორგანოს. ძებნილ ბრალდებულს/მსჯავრდებულს მის მიმართ ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მოთხოვნით მიმართვის უფლება წარმოეშობა ხელისუფლების ორგანოში გამოცხადების მომენტიდან. |
ამნისტიის შესახებ article 8 7. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდებულისთვის სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მის მიერ საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის ვადის იმავე პუნქტით გათვალისწინებული ვადით შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლე. 8. ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეზე სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის აღსრულების მიზნით სააღსრულებო წარმოების დაწყება დაუშვებელია, ხოლო დაწყებული სააღსრულებო წარმოება უნდა შეწყდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში. |