FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  52

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ ღონისძიებების გამოყენება.
1. თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გამოავლენს ამ კანონის ან მონაცემთა დამუშავების მომწესრიგებელი სხვა ნორმატიული აქტის დარღვევას, იგი უფლებამოსილია გამოიყენოს შემდეგ ღონისძიებათაგან ერთ-ერთი ან ერთდროულად რამდენიმე:
    ა) მოითხოვოს დარღვევისა და მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებების მის მიერ მითითებული ფორმით და მითითებულ ვადაში გამოსწორება;
    ბ) მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების დროებით ან სამუდამოდ შეწყვეტა, თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისთვის განხორციელებული ღონისძიებები და პროცედურები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
    გ) მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია, თუ მიიჩნევს, რომ მონაცემთა დამუშავება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ხორციელდება;
    დ) მოითხოვოს მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემის შეწყვეტა, თუ მონაცემთა გადაცემა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ხორციელდება;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  52

ე) წერილობით მისცეს რჩევები და გაუწიოს რეკომენდაცია დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს მის მიერ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული წესების უმნიშვნელოდ დარღვევის შემთხვევაში;
    ვ) სამართალდამრღვევს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
2. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მითითებულ ვადაში შეასრულოს მისი მოთხოვნები და მათი შესრულების შესახებ აცნობოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
3. თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი არ შეასრულებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მოთხოვნებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს, სამართალდამცავ ორგანოს ან/და შესაბამისი სფეროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზედამხედველ (მარეგულირებელ) სახელმწიფო დაწესებულებას.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  52

4. თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გამოავლენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, იგი უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და, შესაბამისად, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
5. თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საქმიანობის განხორციელებისას მიიჩნევს, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები, იგი ვალდებულია ამის შესახებ კანონით დადგენილი წესით აცნობოს უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს.
6. მონაცემთა დაცვის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა და იგი კანონით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში.