FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  14

საინფორმაციო უზრუნველყოფა და ტრენინგები.
1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით უზრუნველყოფს მხარდაჭერის ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ყველა მოქმედი მხარისთვის, კერძოდ, მომხმარებლებისთვის, არქიტექტორებისთვის, მშენებლებისთვის, მემონტაჟეებისთვის, გათბობის, გაგრილების, ელექტრომოწყობილობების, სისტემებისა და განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების მიმწოდებლებისთვის.
2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით უზრუნველყოფს, რომ იმ აღჭურვილობისა და სისტემის, რომლებიც განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის, გათბობისა და გაგრილების მისაღებად გამოიყენება, წმინდა სარგებლის, ღირებულებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაცია ამ აღჭურვილობისა და სისტემის მიმწოდებლებმა ან საქართველოს სხვა კომპეტენტურმა ორგანოებმა ხელმისაწვდომი გახადონ.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  14

3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით უზრუნველყოფს მემონტაჟეებისთვის მცირემასშტაბიანი ბიომასის ბოილერებისა და ღუმლების, მზის ფოტოელექტრული სისტემებისა და მზის თერმული სისტემების, ზედაპირული გეოთერმული სისტემებისა და თბური ტუმბოების სერტიფიცირების მექანიზმების ან/და ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის საფუძველზე შესაბამისი უნარის/კომპეტენციის გამომუშავების მექანიზმების დანერგვას/ხელმისაწვდომობას.
4. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით აღიარებს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის მიერ სათანადო კრიტერიუმების შესაბამისად გაცემულ სერტიფიკატს.
5. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით უზრუნველყოფს შესაბამისი პროცესების გამჭვირვალობისა და დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული სერტიფიცირების მექანიზმების ან/და შესაბამისი უნარის/კომპეტენციის გამომუშავების მექანიზმების საჯაროობას.
6. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სერტიფიცირებული და კვალიფიციური მემონტაჟეების სია ხელმისაწვდომი გახადოს.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  14

7. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით უზრუნველყოფს დამპროექტებლებისთვის, არქიტექტორებისა და სხვა შესაბამისი მხარისთვის სახელმძღვანელო მითითებების ხელმისაწვდომობას, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ტერიტორიების დაგეგმვის, დაპროექტების, მშენებლობისა და რეკონსტრუქციის დროს სათანადოდ გაითვალისწინონ განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის, მაღალეფექტიანი ტექნოლოგიებისა და ცენტრალური გათბობისა და ცენტრალური გაგრილების კომბინაცია. 8.  საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების მონაწილეობით შესაბამისი ინფორმაციული, ცნობიერების ასამაღლებელი ან სახელმძღვანელო პროგრამების ან ტრენინგპროგრამების განვითარებას, რათა საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდოს ინფორმაცია განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წარმოების განვითარებისა და გამოყენების უპირატესობისა და პრაქტიკულობის შესახებ.