Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 12 საფასურის გადახდის წესი და პირობები. 1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების მიღებისათვის დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს განსაზღვრული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურებისათვის დადგენილი საფასურები. 2. გარდა ამ მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, ამ კანონით განსაზღვრული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურები გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით. 3. საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 12 საფასურის გადახდის წესი და პირობები. . 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ პირებს სააგენტოსთან შეთანხმებით უფლება აქვთ, ამ კანონით განსაზღვრული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურები გადაიხადონ შესაბამისი მომსახურების გაწევის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს მხარეებს შორის შეთანხმებული ვადისა. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 12 საფასურის გადახდის წესი და პირობები. . . 2. სააგენტოსთან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე იურიდიულ პირებს უფლება აქვთ, ამ კანონით განსაზღვრული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურები გადაიხადონ შესაბამისი მომსახურების გაწევის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს მხარეებს შორის შეთანხმებული ვადისა. 3. სააგენტოს თანხმობით ამ კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის მე-13 და 13-1 პუნქტებით განსაზღვრული საფასურები დაინტერესებულმა პირმა შეიძლება გადაიხადოს სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მომზადების შემდეგ, მის გაცემამდე. 4. ამ კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის მე-17 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სატრანსპორტო საშუალების მფლობელს (საქონლის მფლობელს) უფლება აქვს, შიდა ტრანზიტით სარგებლობისათვის ამ კანონით დადგენილი საფასური გადაიხადოს შიდა ტრანზიტით სარგებლობის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, საქონლის გაფორმებისას. შიდა ტრანზიტით სარგებლობისათვის, შიდა ტრანზიტის დაკარგვისათვის, შიდა ტრანზიტით სარგებლობის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის გადასახდელი საფასური დაიანგარიშება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 12 5. მომსახურების გაწევისათვის ამ კანონით დადგენილი ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება სააგენტოს მიერ სხვა უფლებამოსილი პირისაგან დოკუმენტის ან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვისათვის, აგრეთვე მომსახურების გაწევისათვის დაინტერესებული პირის მიერ დოკუმენტის ან ინფორმაციის სააგენტოსთვის წარდგენისათვის დახარჯული დრო. 6. ამ შენიშვნის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შესაძლებელია დამატებით განისაზღვროს მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების გაწევისთვის დადგენილი საფასურების წინასწარ (მომსახურების გაწევამდე) გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების სხვა გარემოებები. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4414– ვებგვერდი, 23.09.2024წ. |