Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ article 5 . შემოქმედებით კავშირში შემოქმედი მუშაკის გაწევრიანება. 1. შემოქმედებით კავშირში შეიძლება გაწევრიანდეს პირი (საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან მოქალაქეობის არმქონე პირი), რომლის ინტელექტუალურ- შემოქმედებითი საქმიანობის შედეგია ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოები ან მათი ინტერპრეტაცია და რომლებიც უპასუხებენ ამ კანონითა და კავშირის წესდებით დადგენილ მოთხოვნებს. 2. შემოქმედებითი კავშირის წესდებით დადგენილი მოთხოვნები არ უნდა ზღუდავდეს მისი წევრის საავტორო თუ სხვა უფლებებს, აგრეთვე ხელს უნდა უწყობდეს კავშირის შემადგენლობაში შესაბამისი შემოქმედებითი პროფესიების კვალიფიციურ წარმომადგენელთა გაწევრიანებას და მათ შემოქმედებით ზრდას. 21. შემოქმედ მუშაკს უფლება აქვს ერთდროულად გაწევრიანდეს რამდენიმე შემოქმედებით კავშირში. 3. შემოქმედებით კავშირში გაწევრიანების პირობები და წესი, აგრეთვე კავშირიდან ნებაყოფლობითი გასვლისა და გარიცხვის წესი განისაზღვრება კავშირის წესდებით. |