Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
გარემოს დაცვის შესახებ article 54 შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვა. 1. შავი ზღვის გარემოს დაცვისა და შენარჩუნების მიზნით ყოველი საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია განახორციელოს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმელეთზე მდებარე დაბინძურების წყაროებიდან, გემებიდან, კონტინენტურ შელფზე საქმიანობის შედეგად, ტრანსსასაზღვრო ტვირთზიდვის დროს, ატმოსფეროდან, ზღვაში ჩამდინარე წყლებით და ჩამარხვით ზღვის საშიში ნივთიერებებითა და მასალებით დაბინძურების თავიდან აცილებას, აღკვეთას, შემცირებასა და კონტროლს. 2. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის სამართლებრივ რეჟიმს აწესებს საქართველოს კანონმდებლობა. |
გარემოს დაცვის შესახებ article 54 მუხლი 54-1. ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების ანთროპოგენური გაფრქვევებისა და გაჟონვებისგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა 1. ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების ანთროპოგენური გაფრქვევებისა და გაჟონვებისგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით საქართველოში დგინდება ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების მართვის სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი. 2. აკრძალულია ვერცხლისწყლის პირველადი მოპოვება (ისეთი მოპოვება, რომლის დროსაც ძირითადი მოსაპოვებელი ნივთიერება ვერცხლისწყალია) და ოქროს მოპოვებისას ან/და გადამუშავებისას ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთის გამოყენება. 3. ვერცხლისწყლის იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის განხორციელება დასაშვებია წინასწარი დასაბუთებული თანხმობის გაცემის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. 4. ვერცხლისწყლით გამდიდრებული ცალკეული პროდუქტები, რომელთა წარმოება, იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის განხორციელება შეზღუდულია, აგრეთვე საწარმოო პროცესები, რომლებშიც ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთის გამოყენება შეზღუდულია, განისაზღვრება წინასწარი დასაბუთებული თანხმობის გაცემის საფუძველზე ვერცხლისწყლისა და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის განხორციელებისა და რეგულირების წესით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. |