FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

article  2015

1. ანტიკორუფციული ბიურო:
    ა) შეიმუშავებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებულ წინადადებებს და მათ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს;
    ბ) შეიმუშავებს საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის პროექტს და მას დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარუდგენს;
    გ) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით კოორდინაციას უწევს შესაბამისი ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას;
    დ) ზედამხედველობას უწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულებას, მათი შესრულების მიზნით შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს და გასცემს სათანადო რეკომენდაციებს;
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

article  2015

ე) შეიმუშავებს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის შესახებ შესაბამის წინადადებებს, ამ საკითხებზე გასცემს სათანადო რეკომენდაციებს და კანონის შესაბამისად ახორციელებს ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა სათანადო ღონისძიებებს; ე-1) შეიმუშავებს და ახორციელებს პროგრამებს საჯარო სამსახურში ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების საკითხებზე, აგრეთვე შეისწავლის და განაზოგადებს საჯარო მოსამსახურეთა მიერ ეთიკის ნორმების დაცვის პრაქტიკას და შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს;
    ვ) კანონის შესაბამისად უზრუნველყოფს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღებას, მისი შევსებისა და ჩაბარების კონტროლს, მის შენახვას, მონიტორინგსა და საჯაროობას და ამ სფეროში სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელებას;
    ზ) შეიმუშავებს მამხილებლის დაცვის ღონისძიებათა გაუმჯობესების შესახებ შესაბამის წინადადებებს, მამხილებლის დაცვის საკითხებზე გასცემს სათანადო რეკომენდაციებს და კანონის შესაბამისად ახორციელებს ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა სათანადო ღონისძიებებს;
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

article  2015

თ) კანონის შესაბამისად ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის), საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს და ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა სათანადო ღონისძიებებს;
    ი) იკვლევს და აანალიზებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებას, საქართველოსა და სხვა ქვეყნების გამოცდილებას, მათ სამართალს და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომებს, მოსაზრებებსა და დასკვნებს;
    კ) ხელს უწყობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას, მათ შორის, სათანადო საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას;
    ლ) წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს წლიურ ანგარიშს ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებული საკითხების შესახებ;
    მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

article  2015

2. ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად, კანონის შესაბამისად, სათანადო სუბიექტებისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, ითანამშრომლოს შესაბამის ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა სუბიექტებთან, განახორციელოს სათანადო ვიზიტები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე საზღვარგარეთ, შექმნას შესაბამისი სამუშაო ჯგუფები და განახორციელოს სხვა ღონისძიებები (აქტივობა).
21. ანტიკორუფციული ბიურო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ბავშვის უფლებათა კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. ანტიკორუფციულ ბიუროს უფლება აქვს, საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა სუბიექტი, რომლებსაც ანტიკორუფციული ბიურო მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

article  2015

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, ხოლო საქართველოს ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია ან/და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა სხვა საკითხებთან ერთად უნდა მოიცავდეს სათანადო ორგანოებსა და ორგანიზაციებში კორუფციის რისკის შეფასების მეთოდოლოგიას და კორუფციის რისკის ამ მეთოდოლოგიით შეფასების წესებს.