Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 792 ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა და მისი მიზნები. 1. ფიზიკურ პირს ამ კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელთან ერთად ექიმ-ნარკოლოგთა კომისიის დასკვნის საფუძველზე, არაუმეტეს 2 წლის ვადით შეიძლება დაენიშნოს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა. 2. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა შეიძლება დაინიშნოს მსჯავრდებულის სასჯელისგან სრულად გათავისუფლებისას ან მისთვის სასჯელის პირობითად ჩათვლისას, ხოლო სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისას სავალდებულო მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია. 3. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის მიზნებია: ა) პირის მიერ ახალი დანაშაულის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის თავიდან აცილება; ბ) საზოგადოებრივი წესრიგისა და მოსახლეობის დაცვა; გ) პირის განკურნება. 4. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება. |