Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
წყლის შესახებ article 9 წყლის ჯგუფები. 1. წყლის ობიექტები მათი ჰიდროგრაფიული მახასიათებლების და გეოგრაფიული მდებარეობის, განსაკუთრებული სამეცნიერო და ესთეტიკური, აგრეთვე ეკონომიკური მნიშვნელობისა და კონიუნქტურის გათვალისწინებით იყოფა შემდეგ ჯგუფებად: ა) განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის; ბ) სახელმწიფო მნიშვნელობის; გ) ადგილობრივი მნიშვნელობის. 2. განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის ჯგუფს მიეკუთვნება: ა) მყინვარები და თოვლის მუდმივი საფარი; ბ) განსაკუთრებული სამეცნიერო და ესთეტიკური მნიშვნელობის ზედაპირული წყლის ობიექტები. 3. განსაკუთრებული სამეცნიერო და ესთეტიკური მნიშვნელობის ზედაპირული წყლის ობიექტებით სპეციალური სარგებლობა იკრძალება მთლიანად ან ნაწილობრივ. 4. ამ კანონით დადგენილი წესით განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტებზე ნებადართულია: ა) სამეცნიერო-კვლევითი და წყლის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მისი დაცვის უზრუნველყოფის სამუშაოები; ბ) წყალსარგებლობა სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველსაყოფად, ხანძარსაწინააღმდეგო საჭიროებისათვის, სტიქიური უბედურების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის ღონისძიებათა განსახორციელებლად. |
წყლის შესახებ article 9 5. განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტზე (ან მის ნაწილზე), რომლითაც სპეციალური სარგებლობა ნაწილობრივ აკრძალულია, არ დაიშვება (მუდმივად ან განსაზღვრულ პერიოდებში) საქმიანობის ცალკეული სახეობები წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების გამოსაყენებლად. 6. სახელმწიფო მნიშვნელობის ჯგუფს მიეკუთვნება: ა) ჭაობები; ბ) ზედაპირული წყლის ის ობიექტები, რომელთა წყლის ფონდის მიწები განლაგებულია საქართველოს ორი ან ორზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში; გ) ტრანსსასაზღვრო წყლის ობიექტები; დ) ტერიტორიული წყლები და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის წყლები; ე) მიწისქვეშა წყლების მნიშვნელოვანი საბადოები. 7. ადგილობრივი მნიშვნელობის ჯგუფს მიეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა წყლის ობიექტი, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული წყლის ობიექტებისა. 8. განსაკუთრებული სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის ზედაპირული წყლის ობიექტების ნუსხებს ადგენს და ამტკიცებს სამინისტრო ბრძანებით „განსაკუთრებული სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის ზედაპირული წყლის ობიექტების ნუსხების დამტკიცების თაობაზე“. |