Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 47 საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულება (გარდა ქონების ჩამორთმევისა). 1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს უფლებამოსილი სასამართლო უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართოს შუამდგომლობით მის მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულების შესახებ. 2. საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უცხო სახელმწიფოში აღსრულდება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. დაუშვებელია მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულება სასჯელის იმ ნაწილში, რომლის აღსრულებაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით ეთხოვა უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებულია თავისუფლების აღკვეთა და განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულების შესახებ შუამდგომლობის უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსთვის წარდგენის მომენტისათვის აღნიშნული პირი დაკავებულია საქართველოს ტერიტორიაზე. 5. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები უფლებამოსილი არიან, თავად აღასრულონ უცხო სახელმწიფოში აღსასრულებლად გადაგზავნილი განაჩენი, თუ: |
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 47 ა) უცხო სახელმწიფოში აღსასრულებლად გადაგზავნილი განაჩენი საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოითხოვა აღსრულების თაობაზე უცხო სახელმწიფოდან შეტყობინების მიღებამდე; ბ) უცხო სახელმწიფომ უარი განაცხადა საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულებაზე; გ) საქართველო იუსტიციის სამინისტროს და უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს შეთანხმების საფუძველზე უცხო სახელმწიფომ დათმო საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულების უფლება; დ) აღარ არსებობს საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოს მიერ აღსრულების შესაძლებლობა. 6. თუ საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ უცხო სახელმწიფოში აღსასრულებლად გადაგზავნილი განაჩენი შეიცვალა ან გაუქმდა ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ან აღსასრულებლად გადაგზავნილი განაჩენით მსჯავრდებულს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შეეხო ამნისტიის ან შეწყალების აქტი, აღნიშნულის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. |
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 47 7. იმ შემთხვევაში, როდესაც მსჯავრდებული პატიმრობაში იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და შემდგომ იგი საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით გადაეცა უცხო სახელმწიფოს, მის გადაცემამდე სხვა დანაშაულის ჩადენის გამო მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ან განაჩენის აღსრულების თაობაზე თანხმობის გამოთხოვის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობას იხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 8. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია დააკმაყოფილოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობა, თუ ახალი დანაშაული ექვემდებარება ექსტრადიციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ან არ ექვემდებარება ექსტრადიციას მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ვერ აკმაყოფილებს სასჯელის ზომის მიმართ დადგენილ მოთხოვნას. |