FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

ზოგადი განათლების შესახებ

article  481

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური.
1. სამინისტრო თავის სისტემაში ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს (შემდგომ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური). საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ამოცანებია:
    ა) საჯარო სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა და ამ მიზნით საჯარო სკოლებთან თანამშრომლობა;
    ბ) ხელშეკრულებების საფუძველზე კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში − საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
    გ) ხელშეკრულებების საფუძველზე სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
    დ) ფსიქოსოციალური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და პროფესიული სტუდენტებისთვის და მათი მშობლებისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევა, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ან/და მასწავლებლებისთვის ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა;
ზოგადი განათლების შესახებ

article  481

ე) სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში ან/და საჯარო სკოლებში მომუშავე ფსიქოლოგების საქმიანობის კოორდინაცია და მათი საინფორმაციო მხარდაჭერა;
    ვ) კატასტროფისთვის (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მზადყოფნის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ძალადობის (მათ შორის, ბულინგის) საწინააღმდეგო საგანმანათლებლო კამპანიებისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
    ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ტრენინგების საჭიროების განსაზღვრა და მათი ორგანიზება;
    თ) საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე რეკომენდაციების მიცემა; თ-1) საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების პროცესის ხელშეწყობა/მხარდაჭერა; თ-2) ინკლუზიური განათლების მიმართულებით პროგრამების/სერვისების და პროექტების განხორციელება/განვითარება; თ-3) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებთან მომუშავე სპეციალისტების/ადამიანური რესურსების და შესაბამისი მეთოდოლოგიის განვითარების ხელშეწყობა;
ზოგადი განათლების შესახებ

article  481

თ-4) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების ფარგლებში პირის/მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაცია, აგრეთვე მისი, მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ინკლუზიური განათლების მიმართულებით მომუშავე სპეციალისტების კონსულტირება;
    ი) ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში სკოლასთან თანამშრომლობა.
11. საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური სამინისტროსთან ერთად თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ინფორმაციის გაცვლისა და სხვადასხვა პრევენციული ღონისძიების დაგეგმვის მიზნით.
2. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს ახორციელებს მინისტრი.
ზოგადი განათლების შესახებ

article  481

3. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურად შეიძლება დაინიშნოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 21 წელი, აქვს სრული ზოგადი განათლება და პროფესიული განათლება ან უმაღლესი განათლება, იცის სახელმწიფო ენა, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აქვს შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსები. აღნიშნული კურსები სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლის/სტუდენტის ასაკობრივი განვითარების კანონზომიერებებს, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის პროფესიულ ვალდებულებებსა და ღირებულებებს, ფიზიკური მომზადებისა და პრაქტიკულ კომპონენტებს. 3​ 1. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ნიშნავს და ათავისუფლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი.
4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ატარებს სამსახურებრივ ფორმას. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივ ფორმას ამტკიცებს მინისტრი.
ზოგადი განათლების შესახებ

article  481

5. ამ კანონის 48-1 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევის მიზნით, მათ შორის, მათი იდენტიფიკაციისთვის, ბიოფსიქოსოციალური შეფასებისთვის, ფსიქოსოციალური პრობლემების/სირთულეების პრევენციისთვის, ფსიქოთერაპიისთვის, სოციალიზაციის მხარდაჭერისთვის, რეფერირებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს  ამ პუნქტით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად საჭირო მოცულობით და შესაბამის ვადაში.
6. ამ კანონის 48-4“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების განხორციელების მიზნით, მათ შორის, მათი იდენტიფიკაციისთვის, შეფასებისთვის, კონსულტირებისთვის, საგანმანათლებლო და ფსიქოსოციალური პრობლემების/სირთულეების პრევენციისთვის, ტრანზიციის ხელშეწყობისთვის, რეფერირებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს ამ პუნქტით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად საჭირო მოცულობით და შესაბამის ვადაში. საქართველოს  2011  წლის  2 2  თებერვლის  კანონი  №4204  –  ვებგვერდი, 10.03.2011წ.