FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  6610

ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობა.
1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია:
    ა) ორგანიზაციის წესდება;
    ბ) ორგანიზაციის წევრობის მარეგულირებელი და უფლების მართვაზე გაცემული ნებართვის შეწყვეტის წესები, თუ ეს გათვალისწინებული არ არის  ორგანიზაციის წესდებით;
    გ) სალიცენზიო ხელშეკრულების სტანდარტები და მოქმედი ტარიფები (შეღავათების ჩათვლით);
    დ) ამ კანონით დადგენილი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების სია;
    ე) უფლების მფლობელებისთვის ჰონორარების განაწილების ზოგადი წესები;
    ვ) უფლებების მართვის საფასურის შესახებ;
    ზ) სხვა გამოქვითვების წარმოების შესახებ პოლიტიკა, მართვის საფასურის გარდა, მათ შორის, შეგროვებული ჰონორარებიდან, აგრეთვე გამოქვითვები სოციალური, კულტურული და საგანმანათლებლო  მომსახურებების მიზნებისთვის;
    თ) მის მიერ დადებული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია და იმ ორგანიზაციების სახელწოდება, რომლებთანაც დადებულია აღნიშნული ხელშეკრულებები, და მათ თაობაზე ინფორმაცია;
    ი) გაუნაწილებელი ჰონორარის გამოყენების ზოგადი პოლიტიკა;
    კ) საჩივრების განხილვისა და დავების გადაწყვეტის პროცედურები, რომლებიც მითითებულია ამ კანონის 66-14 მუხლში.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  6610

2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის თავის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ უზრუნველყოს ამ ინფორმაციის მუდმივი განახლება. ამ ინფორმაციაში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საზოგადოებისთვის განახლებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.