Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ article 33 ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი ორგანო. 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) (შემდგომ – ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებისათვის. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის კონტროლისა და მართვის უზრუნველსაყოფად საქართველოში იქმნება საქართველოს ერთიანი კოორდინირებული რეგისტრების სისტემა, რომელიც შედგება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის რეგისტრისა და სხვა დაწესებულებებში/ორგანოებში შექმნილი ქვერეგისტრებისაგან. 2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ქვერეგისტრები იქმნება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ხოლო სხვა დაწესებულებაში/ორგანოში – საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით, შესაბამისი დაწესებულების/ორგანოს ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით. |