Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 63 ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში გადატვირთვის მართვა. 1. ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში გადატვირთვის, მათ შორის, ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემასთან დაკავშირებული გადატვირთვის, მართვა ხორციელდება საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული და არადისკრიმინაციული გადაწყვეტილებებით, რომლებიც ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს, გადამცემი სისტემის ოპერატორსა და სხვა შესაბამის ელექტროენერგეტიკულ საწარმოებს ეფექტურ ეკონომიკურ სიგნალებს აწვდის. 2. ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში გადატვირთვასთან დაკავშირებული სირთულეები უპირატესად უნდა გადაიჭრას იმგვარად, რომ საჭირო არ გახდეს ელექტროენერგიის ბაზრის ცალკეული მონაწილეების ხელშეკრულებებს შორის არჩევანის გაკეთება. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 63 3. ელექტროენერგიის ბაზრის ცალკეულ მონაწილეთა ხელშეკრულებებს შორის არჩევანის გაკეთება (ხელშეკრულებების შეზღუდვა) დასაშვებია მხოლოდ საგანგებო სიტუაციის დროს, როდესაც გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაჩქარებულად იმოქმედოს და რედისპეტჩირება ან ელექტროენერგიის გადადინების საპირისპირო მიმართულებით ყიდვა-გაყიდვა შეუძლებელია. ყველა ასეთი ზომა არადისკრიმინაციულად უნდა იქნეს მიღებული. ელექტროენერგიის ბაზრის იმ მონაწილეებს, რომლებზედაც განაწილებული იყო ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრე, ხელშეკრულებების შეზღუდვის შემთხვევაში მიეცემათ კომპენსაცია ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. გადამცემი სისტემის ოპერატორი საქართველოსა და მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემების უსაფრთხო ოპერირების სტანდარტების დაცვით უზრუნველყოფს, რომ ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ურთიერთდამაკავშირებლებსა და ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინებაზე გავლენის მქონე ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის მაქსიმალური სიმძლავრე. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 63 5. ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილე შესაბამის საოპერაციო პერიოდამდე გონივრული ვადით ადრე გადამცემი სისტემის ოპერატორს აცნობებს გადაცემის მისთვის განაწილებული სიმძლავრის გამოყენების შესახებ. გადაცემის განაწილებული სიმძლავრე, რომელიც გამოყენებული არ იქნება, ხელახლა განთავსდება ელექტროენერგიის ბაზარზე ღიად, გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად. 6. გადამცემი სისტემის ოპერატორმა ხაზის მაქსიმალური გამტარუნარიანობის უზრუნველსაყოფად გადატვირთულ ურთიერთდამაკავშირებლებზე უნდა გაქვითოს მოთხოვნები ელექტროენერგიის საპირისპირო მიმართულების ნაკადებზე, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია. 7. გადამცემი სისტემის ოპერატორმა ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო ოპერირების მიზნით უარი არ უნდა თქვას ისეთ ოპერაციებზე, რომლებიც ხელს უწყობს ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში გადატვირთვის განტვირთვას. 8. თუ ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეების მიერ შესაბამის ურთიერთდამაკავშირებელზე ნომინირებული სიმძლავრეების გაქვითვის შედეგად მიღებული სიმძლავრის მოცულობა ნაკლებია სიმძლავრის ხელმისაწვდომ მოცულობაზე და არ ხდება ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში გადატვირთვა, მომსახურება უნდა გაეწიოს ბაზრის ყველა მონაწილეს და დამატებითი საფასური გადატვირთვის მართვის მომსახურებისთვის არ გადაიხდება. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 63 9. ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადამცემი ხაზებით სარგებლობასთან დაკავშირებით გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გადატვირთვის მართვიდან მიღებული ნებისმიერი შემოსავალი გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი მიზნებით: ა) გადაცემის განაწილებული სიმძლავრის ფაქტობრივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში, კერძოდ, ახალ ურთიერთდამაკავშირებელში, ინვესტიციების განხორციელებით ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის შენარჩუნება ან გაზრდა. 10. თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მიღებული შემოსავლების ეფექტიანი გამოყენება შეუძლებელია, კომისია ტარიფის შემცირების მიზნით გამოუყენებელ შემოსავალს გაითვალისწინებს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემით სარგებლობასთან დაკავშირებული საფასურის გაანგარიშებისას. შემოსავლის დარჩენილი ნაწილი განთავსდება გადამცემი სისტემის განცალკევებულ შიდა ანგარიშზე იმ დრომდე, სანამ შესაძლებელი არ გახდება მისი გამოყენება ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. კომისია აღნიშნულის შესახებ აცნობებს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს. |