Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 159 გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევება. 1. ამ კანონით გათვალისწინებული გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნები სათანადოდ უნდა განხორციელდეს ამ კანონის 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შემდეგ: ა) არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა − ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორებისათვის; ბ) არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა − ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორებისთვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად ამ კანონის 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესის დამტკიცებიდან: ა) 2 თვის ვადაში ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა გადაცემის ლიცენზიატებთან შეთანხმებით უნდა მოამზადოს და კომისიას და სამინისტროს უნდა წარუდგინოს განცალკევების გეგმა, რომელიც მოიცავს განცალკევების შეთავაზებულ მოდელს, აგრეთვე დეტალურ ზომებს, ქმედებებს და მისი პრაქტიკაში განხორციელების ვადას; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 159 ბ) 9 თვის ვადაში ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა მოამზადოს და კომისიას და სამინისტროს წარუდგინოს განცალკევების გეგმა, რომელიც მოიცავს განცალკევების შეთავაზებულ მოდელს, აგრეთვე დეტალურ ზომებს, ქმედებებს და მისი პრაქტიკაში განხორციელების ვადას. 3. კომისია და სამინისტრო განიხილავენ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შეთავაზებულ განცალკევების გეგმას და კონსულტაციებს გადიან ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან. კომისია და სამინისტრო უფლებამოსილი არიან განცალკევების გეგმის განხილვისას შესაბამის ლიცენზიატებს მოსთხოვონ დამატებითი ინფორმაციის წარდგენა ან განცალკევების გეგმის შესწორება. 4. კომისიამ უნდა დაადასტუროს განცალკევების გეგმის შესაბამისობა გეგმის მიღებიდან 2 თვის ვადაში და ის დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს საქართველოს მთავრობას, რომელიც ამ გეგმას ამტკიცებს წარდგენიდან 2 თვის ვადაში. სამინისტრო უფლებამოსილია განსხვავებული მოსაზრება წარუდგინოს საქართველოს მთავრობას საკითხის განხილვისას. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 159 5. საქართველოს მთავრობის მიერ განცალკევების გეგმის დამტკიცების შემდეგ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა, გადაცემის ლიცენზიატმა, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა ან სხვა კომპანიამ, რომელსაც, განცალკევების გეგმის მიხედვით, მიენიჭება გადამცემი სისტემის ოპერატორის სტატუსი ან განისაზღვრება, როგორც გადამცემი სისტემის მესაკუთრე, უნდა განახორციელოს მთავრობის მიერ დამტკიცებული განცალკევების გეგმა და აცნობოს კომისიას განცალკევების გეგმის განხორციელების მდგომარეობის შესახებ კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად. 6. კომისიამ უნდა განახორციელოს გადამცემი სისტემის განცალკევების მდგომარეობის მონიტორინგი და განაგრძოს მარეგულირებელი ფუნქციების გამოყენება ამ მუხლში მითითებული ზომების სათანადოდ განუხორციელებლობის შემთხვევებში. 7. სათანადოდ განცალკევებული გადამცემი სისტემის ოპერატორი, რომელიც კომისიას სერტიფიცირებისა და ლიცენზიის მისაღებად მიმართავს, სერტიფიცირებული უნდა იქნეს ამ კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. შესატყვისი გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირებისა და შესაბამისი ლიცენზიის გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება კომისიამ უნდა მიიღოს არაუგვიანეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადებისა. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 159 8. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიები, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია დროებით ინარჩუნებს ძალას და მათი მფლობელები ამ კანონით დადგენილი წესით განცალკევების დასრულებამდე აგრძელებენ შესაბამისად ელექტროენერგიის გადაცემა-დისპეტჩერიზაციის თუ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების მომსახურების გაწევას ამავე კანონის 168-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით, ხოლო მათი გაუქმების შემთხვევაში − ამ კანონის საფუძველზე მიღებული შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ამ ლიცენზიების მოქმედება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ახალი ლიცენზიის ამოქმედებისთანავე ავტომატურად შეწყდება. 9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის ვადაში შესაბამისი გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა შეიმუშაოს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს გადამცემი ქსელის წესები ან მოქმედ წესებში ცვლილებები ამ კანონის მოთხოვნათა გასათვალისწინებლად. |