FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  87

უზრუნველყოფილი კრედიტორის დაცვა.
1. რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან უზრუნველყოფილი კრედიტორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიმართოს უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ისეთი ქონების მორატორიუმისგან გათავისუფლებასა და რეალიზაციაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით, რომელიც რეაბილიტაციის მიზნის მისაღწევად აუცილებელი არ არის.
2. თუ რეაბილიტაციის მმართველი/ზედამხედველი უზრუნველყოფილი კრედიტორის შუამდგომლობის წარდგენიდან 10 დღის ვადაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნით არ მიმართავს სასამართლოს, უზრუნველყოფილი კრედიტორი უფლებამოსილია უშუალოდ მიმართოს სასამართლოს ამ კანონის 58-ე მუხლის შესაბამისად უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ქონების მორატორიუმისგან გათავისუფლებისა და რეალიზაციის მოთხოვნით. ამ შემთხვევაში რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ქონება, რომლის მიმართაც კრედიტორი მორატორიუმის ცალკეული ღონისძიებების გაუქმებას და რეალიზაციას ითხოვს, რეაბილიტაციის მიზნის მისაღწევად აუცილებელია.
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  87

3. თუ მოვალეს კრედიტორთან (კრედიტორებთან) აქვს უზრუნველყოფილი სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის ვადაც  5 წელს აღემატება, და მოვალე ასრულებს აღნიშნული ურთიერთობიდან წარმოშობილ მიმდინარე ვალდებულებებს, ამ ურთიერთობიდან წარმოშობილი მოთხოვნა დაკმაყოფილდება არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებით, რეაბილიტაციის გეგმისგან დამოუკიდებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამით კრედიტორს აშკარა ზიანი ადგება.
4. უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ქონების მორატორიუმისგან გათავისუფლებისა და რეალიზაციის შედეგად უქმდება ამ ქონებაზე ყველა სანივთო უფლება, რომლებიც მისი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის/გირავნობის შემდეგ არის რეგისტრირებული.
5. თუ ქონება ერთზე მეტჯერ არის იპოთეკით/გირავნობით დატვირთული, ამ ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიემართება უზრუნველყოფილი მოთხოვნების, მათ შორის, უზრუნველყოფილი საგადასახადო მოთხოვნების, დასაკმაყოფილებლად.