Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 57 არჩევნების მომზადებისა და ჩატარების ფინანსური უზრუნველყოფა. 1. არჩევნების მოსამზადებლად და ჩასატარებლად საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული ხარჯი და მისი საქმიანობა უფლებამოსილების განხორციელების ვადაში ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან. 2. უსკო ამ კანონით დადგენილი წესით ყოველწლიურად წარადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრება მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსება. 3. თუ არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნება ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გამოიყოფა უსკოს შესაბამის საბიუჯეტო პროგრამულ კოდზე, უსკო უფლებამოსილია სარჩელით მიმართოს რაიონულ/საქალაქო სასამართლოს. 4. უსკოს, უფლება აქვს, მიიღოს გრანტი კანონით უფლებამოსილი პირისაგან. გრანტი გამოიყენება უსკოსა და უფლებამოსილ პირს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. 5. უსკო (საარჩევნო ადმინისტრაცია) უფლებამოსილია საარჩევნო პერიოდში არჩევნების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 57 6. წინასაარჩევნო/საარჩევნო პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული უსკოს ან სატენდერო კომისიის ქმედების/გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს შესყიდვების პროცედურების შეჩერებას. 7. საარჩევნო პერიოდში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ, უსკოს ან/და მისი სატენდერო კომისიების გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადები, საჩივრის განხილვისა და მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები და წესი განისაზღვრება ამ კანონის 73-ე მუხლით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 24 ივლისის კანონი №124-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 30.07.2020წ. |