Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ article 26 სამოქალაქო იურისდიქცია საქართველოს შიდა საღვაო წყლებში და ტერიტორიულ ზღვაში მყოფი უცხო ქვეყნის გემის მიმართ. 1. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში და ტერიტორიულ ზღვაში უცხო ქვეყნის გემის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის შემთხვევაში სარჩელი აღიძვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და განიხილება მხოლოდ საქართველოს სასამართლოების მიერ. 2. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში უცხო ქვეყნის გემზე მყოფი პირის მიმართ სამოქალაქო იურისდიქციის განხორციელების მიზნით ამ გემის გაჩერება ან კურსის შეცვლა დაუშვებელია. 3. საქართველოს შესაბამის ორგანოებს უფლება აქვთ უცხო ქვეყნის გემს დააკისრონ სახდელი ან დააპატიმრონ იგი მხოლოდ იმ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, რომელიც ეკისრება ამ გემს საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში და ტერიტორიულ ზღვაში ყოფნისას ან გავლისას. 4. უცხო ქვეყნის გემის მიმართ, რომელიც გამოვიდა საქართველოს შიდა საზღვაო წყლებიდან და კვეთს საქართველოს ტერიტორიულ ზღვას, ან იმყოფება საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შეიძლება მიღებულ იქნეს იძულებითი ზომები სამოქალაქო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით. |